{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3529?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3529?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3529?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3529",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3529,
    "ID" : 3529,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა სამსართულიანია და აქედან ერთი სართული ნახევრადსარდაფის დონისაა. მას საკმაოდ სადა ფასადი გამოარჩევს, თავისუფალი ყოველგვარი ზედმეტი დეტალისა და სამშვენისისაგან. ნახევრადსარდაფის დონეზე ოთხი მცირე ზომის თითქმის კვადრატული ფორმის ფანჯარაა გაჭრილი ერთნაირი ინტერვალებით, მარჯვენა კიდეში კი ამ დონეზე ჩასასვლელი კარია, რომელიც რამდენიმე საფეხურით ქვევით ჩასვლას საჭიროებს. ზუსტად ანალოგიურადაა დანაწევრებული ზედა, ანუ სრული მეორე სართულის არე, აქაც ხუთი ღიობია, ხუთივე ფანჯარაა ოღონდ კარის თავზე არსებული ფანჯარა დანარჩენებთან შედარებით, ბევრად უფრო დიდია. ეს სარკმელები, ყოველგვარ მხატვრულ-დეკორაციულ მორთულობასაა მოკლებული და სადა ფანჯრის ჩარჩოები შემოუყვებათ მხოლოდ. ღიობებით დანაწევრების რიტმი მეორდება მესამე სართულზეც, ქვედას ანალოგიურია ღიობების ზომებიც, თუმცა აქ ფანჯების რიგში, ჩნდება კარიც, აივანზე გასასვლელი. რაც შეეხება აივანს, ის ოთხ ღიობს მოიცავს, არის სადა, გადმოკიდებული, საკუთარი გადახურვით. ამკობს რიკულებიანი მოაჯირი, მწირად გაფორმებული კარნიზის არე და აქვს ასევე კრონშტაინების რიგი, რომლითაც ეს აივანი ქვედა სართულს ეყრდნობა. აივნის გადახურვის ზედა არეზე, პარაპეტის ზოლი იკვეთება. შენობის მარჯვენა გვერდითა ფასადი არის სრულად სადა, ყრუ აგურის კედელი. \nრაც შეეხება, მარცხენა გვერდითა ფასადს, ამ მხარეს ნაგებობას აქვს თითქმის კვადრატული ფორმის დახურული ეზო. ეზოს მხრიდან მხოლოდ ორი სართული გაირჩევა. აქვეა დიდი კიბე, რომელიც ამ ნაგებობის გვერდითა ფასადს ებჯინება და მეორე სართულის დონეზე შედის. ეზოს სამი მხრიდან შემოუყვება შენობა, მეოთხე მხარეს კი ნაშენი ღობის კედელია განთავსებული. ეზოს შიდა გეგმარება საკმაოდ არაერთგვაროვანია, თუმცა ძირითადად მაინც სადა ფანჯებით დანაწევრებული კედლები, შუშაბანდის ტიპის ნაწილები და მეორე სართულზე ამავალი კიბეები გამოარჩევს. არ არის არანაირი შემკულობა. \nმთლიანობაში ნაგებობა სრულადაა განახლებული. მართალია ამ აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესში შენობის აუთენტური სახე თითქმის სრულადაა დაკარგული, თუმცა საფიქრებელია, რომ მისი ძირითადი მახასიათებლები, განსაკუთრებით კი ცენტრალური ფასადის მხრიდან არსებულის მსგავსადაა შექმნილი. ზოგადად აღნიშნული ნაგებობა ძველი თბილისის სახლებისათვის დამახასიათებელი ნიშნების მატარებელია და შესაბამისად მის მხატვრულ ღირებულებასაც დიდწილად ეს ფაქტორი განსაზღვრავს.  ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3674",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აბანოს ქ./29",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანა",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.810576400000002,
    "Y" : 41.687837260000002
  }
}