{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3525?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3525?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3525?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3525",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3525,
    "ID" : 3525,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ორსართულიანი შენობა სარდაფით ე.წ. ქართული აგურითაა ნაგები. მთავარი ფასადით ის ლ. გუდიაშვილის მოედანზე გადის, ხოლო, გვერდითი ფასადებით ახოსპირელის I და II ჩიხებისკენ არის მიმართული. სახლი ჩიხების მხრიდან მცირე ზომის ეზოს დაირთავს.  მთავარი ფასადი შელესილია და ქვიშისფრად არის დაფერილი. საფასადე სიბრტყის ორივე სართული ხუთ-ხუთი, სწორკუთხა ფანჯრის ღიობით ნაწევრდება. ღიობებს გარს პროფილირებული საპირე შემოუყვება, რომელიც ზედა ნაწილში საჭექი ქვის იმიტაციას დაირთავს. ფანჯრის ქუსლები კედლის დონიდან ჩაწეული, არქიტექტურული ელემენტით აღნიშნული მართკუთხედებით იმკობა. ფასადის კიდეებში I სართულზე რუსტიკა, ხოლო, მეორე სართულზე შეწყვილებული, ბრტყელი პილასტრებია გამოსახული. მეორე სართულის ცენტრალურ არეზე სამი ღიობის მომცველი (აქედან ორი კარის ღიობია) ლითონის, გადახურული აივნია გადმოკიდებული. აივნის მოაჯირი, “ფარდა” და მოდულიონები აჟურით არის შემკული. შენობა კბილანებიანი სარტყელით აღნიშნული, პროფილირებული კარნიზითა და პარაპეტით სრულდება. პარაპეტის არე ბრტყელი პილასტრებითა და კედლის დონიდან ჩაწეული, მარტივი მართკუთხედებით არის დანაწევრებული.\nეზოში შესასვლელი კარი უწინ, ახოსპირელის II ჩიხიდან იყო მოწყობილი. ალაყაფის ღიობი ახლა აგურით არის ამოშენებული, ამდენად, როგორც უშუალოდ შენობაში, ასევე მის ეზოში მოხვედრა, მხოლოდ, ახოსპირელის I ჩიხში გამავალი ფასადის მარჯვენა კიდეში გაჭრილი, ხის მხატვრულად დამუშავებული კარიდან არის შესაძლებელი. კარი ღია სადარბაზოში გადის, რომლის მეშვეობითაც, უშუალოდ სახლის ეზოში ვხვდებით.                                                                                                           სახლი ეზოს მხარეს უწინ, ღია აივნებით იხსნებოდა. ახლა, პირველი სართულის შუშაბანდიც და მეორე სართულის აივანიც ამოშენებული და შელესილია. მეორე სართულისკენ ლითონის სამმარშიანი კიბე მიემართება (კიბის ზედა მესამე მარში ხისაა, ხისავე მოაჯირით). ფასადებზე და აგურის გალავანზე, რომელიც ეზოს ახოსპირელის II ჩიხისგან გამოჰყოფს, გვიანდელი მინაშენებია მიდგმული. გვიანდელი გადაკეთებების შედეგად, შიდა ეზოს თავდაპირველი სახე სრულიად აქვს დაკარგული.\nსახლს აქვს თაღოვანი სარდაფი, თუმცა, გვაინდელი რემონტის გამო, კედლის თავდაპირველი წყობა ზედაპირულად არ გაირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი სახე, მხოლოდ სახლის ლ. გუდიაშვილის მოედნის მხარეს მიმართულ ფასადს აქვს შენარჩუნებული, სახლი #2-ს მაინც გააჩნია მხატვრული და ურბანული ღირებულება. შენობის მთავარი ფასადი, მეზობელ ნაგებობებთან ერთად, არსებითად განსაზღვარავს გუდიაშვილის მოედნის ისტორიულად ჩამოყალიბებულ სახეს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3876",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ახოსპირელი ბეგლარის I ჩიხი/2.გუდიაშვილი ლადოს მოედ./4",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.80331065,
    "Y" : 41.690796429999999
  }
}