ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3523
ObjectID: 3523
ID: 3523
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე მდებარე ე.წ. რუსული აგურით ნაგები ორსართულიანი სახლი სარდაფით, უკანა კედლით მეზობელ შენობას ებჯინება, სამმხრივ კი ქუჩები უვლის. შენობის ერთ-ერთ (შუა) ფასადს წინ ერთვის პატარა ეზო, რომელიც დაბალი ცისფრად შეღებილი აგურის ზღუდითაა მოფარგლული. ზღუდეშივეა ჩართული ლითონის ალაყაფის კარი. ფასადი, ამჟამად, გვიანდელი გადაკეთებების მეშვეობითაა დამახინჯებული. თავდაპირველად იგი თბილისური ხის აივნებით იხსნებოდა, ახლა ნაწილობრივ ამოშენებული და ნაწილობრივ შემინულია. მარჯვენა მონაკვეთში პირველ სართულზე პატარა გვიანი მინაშენი აქვს. დანარჩენი ორი ფასადი სისადავით ხასიათდება. ისინი შელესილია და მოცისფროდაა დაფერილი. სართულებს შორის მარტივად პროფილირებული სარტყელი გადის. კედლები დანაწევრებულია მართკუთხა ფორმის ფანჯრებით, რომელთაც საჭექი ქვები ამკობს. საფასადო სიბრტყე დამუშავებულია ნალესობაზე მსუბუქად დატანილი რუსტიკის იმიტაციით ან ჰორიზონტალურად გავლებული ღარებით. ორივე ფასადზე მეორე სართულის მარჯვენა ნახევარი ორი კანელურებიანი პილასტრით არის გაფორმებული. ახოსპირელის ქუჩის მხარეს გამავალ ფასადზე, პირველი სართულის ცენტრში მოთავსებულია სადარბაზოში შემავალი ხის ორფრთიანი კარი, რომელსაც ლითონის აჟურული ცხაურები ამკობს. კართან იატაკზე არის წარწერა “სალვე”, რომელიც ახლა დაზიანებულია. სადარბაზოში არსებულ კიბეს კი აქვს მხატვრულად ღირებული ლითონის მოაჯირები, რომლებზეც მზესუმზირებია გამოსახული. ზედა სართულზე მარცხენა მონაკვეთში გვიანი უსახური ლითონის აივანი გამოდის. ფასადი კბილანებიანი კარნიზითა და პარაპეტით ბოლოვდება. ლითონის აივანი მეორე ფასადზეც არის გადმოკიდებული. მას მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი მოაჯირი აქვს. აივანი ახლა გოფრირებული ფირფიტითაა გადახურული. მარცხენა მხრიდან კი მას ლითონის გვიანი უსახური აივანი აგრძელებს. არქიტექტურულ-ურბანული თვალსაზრისით სახლს მაღალ-მხატვრული ღირებულება აქვს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიმდებარე განაშენიანების მხატვრულ-ისტორიული სახის ჩამოყალიბებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3884
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ახოსპირელი ბეგლარის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80389218
Y: 41.69053405