CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3522
ObjectID: 3522
ID: 3522
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა გარეგნული გემარების მიხედვით ორნაწილიანია. თითოეულ მათგანზე სართულების სხვადასხვა რაოდენობა განირჩევა. ამას, გარკვეულწილად, იმ ქუჩის თავისებურაბეც განაპირობებს, რომელზეც ეს შენობაა განთავსებული. ბოტანიკურის ქუჩის აღმართის რელიეფს მორგებული განაშენიანება, ბუნებრივია, რომ არაერთგვაროვნადაა დანაწევრებული სართულების ნიშნულით. საწყისი ნაწილი ბოტანიკურის ქუჩიდან სამსართულიანია, მას წინ კედლით შემოსაზღვრული ეზო უძღვის, რომელშიც შესასვლელი ერთსართულიან, თავზე ვერანდიან ნაგებობას წარმოადგენს. შენობის ძირითადი კორპუსის ზედა მხარე კი აღმართის მატებასთან ერთად ორსართულიანი ხდება. ბოტანიკურის ქუჩის მხრიდან პირველი სართული მხოლოდ ფანჯრებით, ორი შესასვლელი კარით, და დიდი კარის ღიობით დანაწევრებული არე, სავარაუდოდ ავტოფარეხისათვისაა განკუთვნილი. მეორე სართულის ფანჯრების რიგს აივნები შემოსაზღვრავს. აივნების სტრუქტურაშიც იკითხება შენობის ორი ნაწილი, იმის გამო რომ ქვედა სამსართულიანი ნაწილის მეორე სართულის აივანი, რომელიც შენობას გვერდითა ფასადიდანაც შემოუყვება, ზევით აღარ გრძელდება და ზედა ორსართულიან ნაწილს შენობისას დამოუკიდებელი აივანი აქვს. ამჟამად ისინი ფერშიც განსხვავებულია. განსხვავებულია ამ აივნების მხატვრულ-დეკორაციული ხასიათიც. ძირითადად ორივე მათგანი სისადავისაკენაა მიდერკილი, თუმცა განსხვავებულია, მოაჯირების არეების შემკულობა, კაპიტელების მონაკვეთების არეების მორთულობა, კარნიზების შემკულობა და აივნის იატაკის არეების კბილანისებური ორნამენტები. ზედა სართულზე აივანი სრულად არ მიუყვება შენობას და მხოლოდ მის შუა არეზეა განთავსებული. მარცხენა მხრიდან ნაგებობას სადა ვიწრო ფასადი აქვს რომელიც კლდეს ებჯინება, რაც ნათელყოფს, რომ შენობის უკანა მხარის დიდი ნაწილი სწორედ კლდის მონაკვეთზეა მიყრდნობილი. შესაბამისად ის არც ჩანს და არც რაიმე მხატვრული მახასიათებლებით არ გამოირჩევა. რაც შეეხება შენობის მეორე გვერდითა ფასადს, ის საკმაოდ რთული გეგმარებისაა, რადგან ტერასული განაშენიანება და სხვადასხვა დონეზე განთავსებული აივნების სტრუქტურა გამოარჩევს. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ შენობამ საგრძნობი სახეცვლა განიცადა, თუმცა საერთო მხატვრულ-სტილისტური მახასიათებლების მიხედვით ის კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვანებას. არსებითია გარემო-ლანდშაფტზე მორგების ის მხატვრული ხერხი, რომელიც ამ ნაგებობაშია გამოყენებული და რაც ძველი თბილისის საერთო განაშენიანებისათვისაა დამახასიათებელი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4000
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბოტანიკურის ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8102608
Y: 41.68819023