CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3521
ObjectID: 3521
ID: 3521
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა ორსართულიანია ფაქტიურად, თუმცა მასზე მესამე სართულის დონის მაუწყებელი ღიობებიც ფიგურირებს. ის კუთხის შენობას წარმოადგენს. აბანოს ქუჩის მხრიდან პირველ სართულს დიდი, განიერი, ერთიანი კარი-ვიტრინა ქმნის, რომელიც კედლის შუაშია განთავსებული. ამ ფასადის მეორე სართულზე სამი ღიობია, შუაში კარი, გვერდებზე კი თითო-თითო ფანჯარა. ამ ღიობების წინა მხარეს ე.წ. თბილისური ტიპის გადმოკიდებული აივანია განთავსებული. ოთხი სვეტით სამ არედ გაყოფილი აივანი, რომელიც დანაწევრებულობის სქემის მიხედვით ღიობების სტრუქტურას ემთხვევა. ის კბილანებიანი ძგიდის მქონე კრონშტაინებით ეყრდნობა კედელს. აივანს რიკულებიანი მოაჯირი და ასევე მცირე ზომის კრონშტაინებით შემკული კარნიზის არე ამკობს. აღნიშნული აივანი გადახურულია კრამიტით, თუმცა ამ გადახურვის შუა არიდან შენობის ზედა ყრუ კედლის მონაკვეთში, გაჭრილია კიდევ ერთი დამატებითი სართულის მაუწყებელი კარი. მას ასევე აივანი აქვს წინ, პატარა ორფერდა სახურავით გადახურული. ამაღლებული სამერცხლურის ტიპის ამ ნაწილის ძირი პირდაპირ ქვედა სართულის აივნის გადახურვას ებჯინება. მასაც რიკულებიანი მოაჯირი და სადა სვეტები ამკობს. თითქმის ანალოგიური ტიპისაა შენობის გვერდითა ფასადი. აქაც პირველი სართულის შუა არე დიდ კარებ-ვიტრინას ეთმობა, რომელიც წინასთან შედარებით ბევრად უფრო განიერია. იგივე ტიპისაა მეორე სართულის ფასადისმიერი გეგმარება და სამი ღიობით დანაწევრებული აივანი, რომელსაც კრონშტაინები წინასაგან განსხვავებით არ აქვს. აღნიშნული აივნის თავზე, ზედა მანსარდის დონის სართულზე აქაც აღინიშნება პაქტარა ფანჯარა, ამჯერად წინ არსებული აივნის გარეშე. სადა და ერთგვაროვანია ნაგებობის ფასადი ბოტანიკურის ქუჩის მხრიდან. აქ შენობის სართულებრივი გეგმარების გარე მახასიათებლები მკვეთრად იცვლება, ქუჩა უფრო მაღალზეა განთავსებული და ამის გამო. აქ, მეორე სართულის დონეზეა, ორი ერთმანეთის გვერდით განთავსებული ვიწრო მართკუთხა ფანჯარა განთავსებული, მათ ნაგებობის შუა არე უკავიათ და ამასთან, ერთი აღნიშნული ფანჯრებიდან ყრუა, მეორე კი ჩვეულებრივ მოქმედი. ფანჯრებს ზედა და ქვედა მხრიდან შვერილი გრძივი მონაკვეთი შემოსაზღვრავს. მანსარდის დონეზე ანალოგიურადაა მონიშნული ორი გრძივი მართკუთხა მონაკვეთი, ამასთან, აქაც ერთი მოქმედია, მეორე კი ყრუ. შენობას ამ მხარეს აქვს შესასვლელი, რომელიც სხვა ფასადების გეგმარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ პირველი და მეორე სართულების დონეებს შორისაა განთავსებული. ის მარჯვენა კიდეშია განთავსებული და ზევიდან გადახურვა ფარავს. ამ მხარეს სახლს მოაჯირიანი კიბე აუყვება, რომელიც აღნიშნულ კართანაც მიდის. ხის აივნების, მოაჯირებისა და რიკულების ეს ერთიანი სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული ნაგებობის ზოგად მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია მეორე და მანსარდის დონის სართულების ბმის გარეგნული მახასიათებლები, რაც სახლს განსაკუთრებულ კოლორიტულობას სძენს. ნაგებობა ამჟამად სრულადაა რესტავრირებული და აღდგენილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3663
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბანოს ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81050472
Y: 41.68869182