CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3520
ObjectID: 3520
ID: 3520
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ეს სახლი წარმოადგენს სამსართულიან, ცენტრალური ფასადის მხრიდან მაღალი ვიწრო გეგმარების ნაგებობას. ამ მახასიათებელს აძლიერებს ისიც, რომ ის მის ორივე მხარეს არსებულ ნაგებობებს შორის გაჭედილის შთაბეჭდილებას ტოვებს. კედელს არ აქვს ნალესობის ფენა. ეს არის აგურის წყობით მიღებული ზედაპირი. აღნიშნული მახასიათებელი მხატვრულ დატვირთვასაც იძენს. ნაგებობის პირველი სართული ორი შესასვლელი კარით და დიდი ვიტრინა ფანჯრის ღიობითაა დანაწევრებული. ეს კარებები ისევე, როგორც აქვე არსებული ვიტრინები, ლითონისაა და ლითონისავე ორნამენტი ამკობს. მეორე სართულს მკაფიოდ სიმეტრიული დანაწევრება გამოარჩევს. თაღისებრი ღიობი ცენტრში, რომლის მიღმაც აივნის სივრცე მოჩანს და რომლსაც წინ სადა რიკულებიანი მოაჯირი აქვს და ამ ღიობის ორივე მხარეს ანალოგიური თაღოვანი ფორმის თთო-თითო სარკმელი. აღნიშნული ნახევარწრიული ფორმების მისაღებად აგურის ვერტიკალური და მარაოსებურად განშლადი წყობის პრინციპია გამოყენებული. იგივე დანაწევრების პრინციპია გამოყენებული მესამე სართულის ღიობებთან დაკავშირებითაც, თუმცა აქ სარკმელებს და კარებს წახნაგოვანი მართკუთხედების ფორმა აქვს. მესამე სართულის ამ აღნიშნული ღიობების წინ ერთიანი აივნის სივრცეა განთავსებული. ხუთი წრიული ფორმის სვეტით დანაწევრებული აივანი დეკორაციული დეტალების სიუხვით არ გამოირჩევა. მას ე.წ. თბილისური გადმოკიდებული აივნის სახე აქვს. სადაა კაპიტელები, ისინი მხოლოდ პროფილირებული ზედაპირითაა შემკული. მცირე ზომის კრონშტაინებია განთავსებული კარნიზის გაყოლებაზე. ძნელია დეკორაციული დეტალის კონტექსტში განიხილო აივნის კრამიტის გადახურვა, თუმცა ის უდაოდ დეკორაციული დატვირთვის მქონეცაა. შენობის უკანა მხარე სადაა, ყოველგვარი გამორჩეული დეტალების გარეშე. გლუვი კედლები აქ მხოლოდ სარკმელებითაა დანაწევრებული, ამასთან მეორე სართულის სარკმელები არ არის ერთნაირი ფორმის, მათგან ერთი მართკუთხაა, მეორე კი კვადრატული. მესამე სართულის დონეზე ორი ერთნაირი მართკუთხა ფორმის ფანჯარაა განთავსებული. პირველი სართულის გარჩევა კი მასზე ამჟამად მიშენებული მცირე სათავსოების გამო ძალიან ჭირს. შენობის საერთო მხატვრულ მახასიათებლებზე თუ ვისაუბრებთ, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად გვიანდელი სარემონტო სამუშაოებისა, როდესაც ნაგებობა დიდწილად ხელახლა აღდგა, ის კვლავინდებურად ინარჩუნებს ძველი თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელ ზოგად ესთეტიკურ იერს. გადმოკიდებული აივანი, თაღისებური გარშემოწერილობის ღიობები, გადრეკილი და სწორხაზოვანი ფორმების სინთეზი და ამასთანავე კონტრასტი, მკაფიო ეკლექტიკა და ზოგადეროვნელი მახასიათებლები. ასეთია მსგავსი ტიპის შენობების სპეციფიკური ხასიათი. ასეთია ის განსაკუთრებული, გამორჩეული ხიბლი რის გარეშეც ეს ნაგებობები წარმოუდგენელია და რის გამოც აღნიშნულ შენობას მაღალმხატვრულობის ხარისხი აღენიშნება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3667
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბანოს ქ./19
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81047781
Y: 41.68826649