CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3513
ObjectID: 3513
ID: 3513
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: აღნიშნული ნაგებობა რთული გეგმარებისაა და რამდენიმე დონეზეა გადანაწილებული. გრიშაშვილის ქუჩის მხრიდან შენობა ორსართულიანია, თუმცა სამანქანო ქუჩის გასწვრივ მხოლოდ მისი მეორე სართული ჩანს, რომლისკენაც ქუჩიდან ორი ხიდის მსგავსი გადასასვლელი შედის, ასევე აქვეა შესასვლელი ღია აივანზე, რომელიც შენობას გვერდითა მხრიდან უვლის. პირველი სართული სრულად ქვედა დონეზეა განთავსებული. ამ მხარეს შენობას ძირითადად შემინული შუშაბანდები აქვს, თუმცა გვიანდელი გადაკეთებების შედეგად ბევრი რამ უკვე კედლის არეებითაა ჩანაცვლებული. აღნიშნულიდან მარჯვენა გვერდითა მხარეს, შენობა სამსართულიანია და სახურავზე მცირე ზონის სამერცხლურის ტიპის დეტალი ადგას. აქ ძირითადად ღია ხის აივნებია გადანაწილებული, სადა, ერთგვაროვანი მოაჯირებით და სვეტებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შემინული შუშაბანდები აქაც მრავლადაა, განსაკუთრებით მარჯვენა კიდეში. ბუნებრივია გვიანდელი გადაკეთებების შედეგები აქაც უხვად იჩენს თავს. განსაკუთრებით, ამ მხრივ, აღსანიშნავია ყრუ კედლების არეების გაჩენა აივნების გაყოლებაზე და ამასთან ეზოში არსებული მცირე ზომის მინაშენები, რაც ერთიანი სურათის აღქმას აძნელებს. გრიშაშვილის ქუჩის მხარეს ორიენტირად თუ ავიღებთ, მაშინ სახლის უკანა მხრიდან, ძლიერაა შეცვლილი ფასადი. ეზოს გასასვლელი აქედან გოგრგასლის მე-4 შესახვევშიც აქვს. აქ სრულადაა გადაკეთებული კედლის ზედაპირის ერთიანი სტრუქტურა. ამასთან ამ მხარეს შენობა სამსართულიანია და მის შუაში შვერილი, გადახურული შუშაბანდია განთავსებული. ესეც გვიანდელი ცვლილებების შედეგია და ძლიერი ანაქრონიზმის ხასიათის მატარებელია. მართალია, ამ მხარეს ფასადზე მცირე ნაშთები ძველი ნაგებობისა ჯერ ისევ არსებობს, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ფასადი შენობის ყველაზე სახეცვლილი ნაწილია, უდაოდ. ვახტანგ გორგასლის მე-4 შესახვევის მხრიდან შენობა ორსართულიანია, მას არათანაბარი სიმაღლის ღობე-გალავანი მიუყვება. ის შუა არეზე მცირე კიბით იჭრება და პატარა შიდა ეზოში შედის, რომელიც ცალკე იზოლირებული სივრცეა. ამ ეზოს შენობების კუთხისმიერი განლაგება ქმნის. ამ კუთხის გრძივ ნაწილს მთელს სიგრძეზე ხის, ღია აივანი მიუყვება. მეორე უფრო მომცრო ნაწილს კი შემინული შუშაბანდი. ქუჩის მხრიდან შენობის მეორე სართული მოჩანს მხოლოდ ღობის თავზე. აივანს ხის ძველი წრიული სვეტები და სადა მოაჯირები ამკობს. უჩვეულოდაა დეკორირებული უკანა კედლის ზედაპირი. აქ არსებული სარკმელები პროფილირებულ მოჩარჩოებაშია ჩასმული, თუმცა მნიშვნელოვანია, ის რომ ეს მხატვრულ-დეკორაციული მოტივები მხოლოდ ფანჯრების მოხაზულობით არ იფარგლება და მთელს კედელს მიუყვება რელიეფურ ზოლებად. რაც შეეხება პირველ სართულს, ის ძლიერაა შეცვლილი, გადაკეთებულია, თითქმის ყველაფერი და კედელიც ნალესობის ახალი ფენითაა დაფარული. ამ ეზოს შემომსაზღვრელი ღობე უკვე საკუთრივ ნეგებობის კედლით გრძელდება, რომელიც იმ შენობის ნაწილია, გრიშაშვილის ქუჩაზე რომ გადის და ასე იკვრება მთლიანობაში ეს ერთიანი, თუმცა უამრავი ცალკეული დამოუკიდებელი ნაწილისა და სივრცული მონაკვეთისაგან შემდგარი სახლი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4457
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გრიშაშვილი იოსების ქ./52.იბრაჰიმ ისპაჰანლის IV შეს./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81749146
Y: 41.68651866