CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3510
ObjectID: 3510
ID: 3510
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ხიდის ქუჩის მიმყოლად განლაგებული, სამსართულიანი, მასშტაბური ნაგებობის ფასადი ევროპულ არქიტექტურულ ტრადიციას ემყარება. ფასადი მეტ-ნაკლებად სადაა. მას რკინის აივნები, ღიობები და შეწყვილებული კორინთული, კანელურებიანი და სწორზედაპირიანი პილასტრების თანმიმდევრული მონაცვლეობა, პირველ სართულს კი მოზრდილი ზომის, დაბალი თაღის მქონე ნიშებში მოქცეული სწორკუთხა ფანჯრების რიგი ანაწევრებს. ხიდის ქუჩის მიმყოლი ასიმეტრიული გრძივი ფასადი ორ ნაწილად იყოფა, რომელთა გაფომება ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდება. ფასადზე მონიშნულია რამდენიმე რიზალიტი, რომლებიც რკალურ ფრონტონში მოქცეული რელიეფური პანოებით ბოლოვდება. მასზე მუზარადიანი ჰორელიეფური გამოსახულებაა დატანილი, რომლის ორსავ მხარესაც მისკენ პირით მიმართული ლომები და მცენარეებია გამოსახული. რიზალიტს პანოზე მოქცეული, ნაძერწი კრონშტეინებითა და მუზარადიანი ადამიანის გამოსახულებებით დანაწევრებული ატიკი აგვირგვინებს. შენობას რკინის ცხაურებით გაფორმებული და მინიატურული სადა პილასტრებით შემკული პარაპეტი აბოლოებს. წყვილ კორინთულ პილასტრებს შორის მოქცეული თითო-თითო სარკმელი კლასიცისტური თაროებით არის გაფორმებული. თაროსა და ფანჯარას შორის მოქცეული მართკუთხა არეები გირლანდებით არის დაფარული. ფასადზე რკინის მასიური, სადა მოაჯირით შემოსაზღვრული აივნების თანმიმდევრული რიგია წარმოდგენილი. მათი კომპოზიციური გადაწყვეტა, ექსტერიერს სხვა არქიტექტურულ ელემენტებთან ერთად რიტმულს, გაწონასწორებულს ხდის. შენობაში შესასვლელი ხიდის ქუჩის მხრიდან არის მოწყობილი. განიერ, ორ კრონშტაინზე დაყრდნობილი სადა კლასიცისტური თაროთი შემკული სადარბაზოს ღიობში ხის ორფრთიანი, სარკმლებით გაფორმებული კარია მოქცეული. განიერი სადარბაზო ზედა სართულებს პომპეზური, რკინის მოაჯირით შემოსაზღვრული ქვის კიბეებით უკავშირდება. ათონელის ქუჩისა და სანაპიროსკენ გამავალი ფასადები ვიწროა, თუ პირველი მათგანი საერთო საფასადე სურათს იმეორებს, სანაპიროსკენ მიმართული ფასადი შენობის სიგანის ხის ჭვირულმოაჯირიანი და ჩუქურთმებით გაფორმებული აივნებით არის წარმოდგენილი. აღნიშნულ მხარეს, რელიეფის ძლიერი დაფერდების გამო, შენობა ხუთსართულიანია. შენობა არ შეიცავს ეზოს, უკანა ფასადი შეულესავი აგურის კედლებით არის წარმოდგენილი, რომელსაც არათანაბრად განაწილებული სარკმლების ღიობები ანაწევრებს. შენობა სასტუმროდ აშენდა, როგორც ჩანს სწორედ მისი თავდაპირველი ფუნქციით განისაზღვრება პომპეზური, მცირე პლასტიკით შემკული, რეპრეზენტატული რიზალიტები, რომლებიც მეტ-ნაკლებად სადა ფასადზე, თავშეკავებით განაწილებულ სხვა ხუროთმოძღვრულ ელემენტებს შორის თვალშისაცემია და მთლიანი საფასადო კომპოზიციას გადაწყვეტს. გარდა ვიზუალური მხარისა, კარგად არის გააზრებული მისი უტილიტარული მხარეც. აღწერილი მსხვილმასშტაბიანი ნაგებობა ხიდის ქუჩის სილუეტს განსაზღვრავს, მიმდებარე განაშენიანებაში კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3733
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ათონელის ქ./29.ხიდის ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული, 1881წ.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
სავაჭრო;
კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.8023285
Y: 41.69998495