ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3509
ObjectID: 3509
ID: 3509
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა ორსართულიანია და აქვს მესამე, სარდაფის დონის სართული. ის გრძივი მართკუთხედის ფორმისაა გეგმარებაში, თუმცა, მარჯვენა კიდეში აქვს ოდნავ შვერილი მინაშენი, რომელშიც კიბის უჯრედია განთავსებული. ეს ნაწილი შენობის ძირითად კორპუსთან შედარებით, ოდნავ დაბალია და საკუთარი გადახურვა აბოლოვებს. ნაგებობის დანარჩენი ნაწილი გეგმარებიდან გამომდინარეც, ფასადური ხასიათისაა. ასევეა გადაწყვეტილი მისი შემკულობაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ზედა სართულის აივნიანი შემკულობა, თუმცა, მარცხენა, ქვედა მონაკვეთზე არსებული გვიანდელი ბლოკის მინაშენის გამო, საერთო იერი საგრძნობლად შეცვლილია. ნაგებობას წინა მხრიდან, გარდა უკვე აღნიშნული კიბისა, კიდევ რამდენიმე შესასვლელი აქვს, ესენიც მცირე, პირველი სართულის დონეზე შემავალი ხის კიბეებია, რომლებიც ნახევრადსარდაფის დონის არსებობის გამო, საკმაოდ მაღალზე ადის და გვერდებზე მოაჯირებით ბოლოვდება. ეს სართული მთლიანად დახურულია, თუმცა, კედლის არეში, წრიული ფორმის ძველი, ხის სვეტები გაირჩევა, რომელთაც ასევე წრიული, პროფილირებული კაპიტელები აბოლოვებს. ანალოგიური სვეტებია განთავსებული ზედა სართულის აივნის გაყოლებაზე. აქ აღნიშნული დეტალები უკეთ იკითხება და სრულყოფილ შთაბეჭდილებასაც ქმნის. მასიურ, მრგვალ, საყრდენებს და მათზე გადასულ, ზედა, თაღისებურ შემკულობას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამყურა შეზნექილობა, ქვედა არის გოფრირებული დანაწევრება და კვადრატული საფუძველი გამოარჩევს, რითიც ეს დეტალი სვეტის კაპიტელის თავს ებჯინება. აქ თავმოყრილი წახნაგების რაოდენობა, სხვადასხვა მხარეს მიმართული, ოდნავ შვერილი ბოლოებით, დეკორატიული შემკულობის დატვირთვასაც კი იძენს, თავისთავად. კარნიზის ზოლს მცირე კრონშტაინების ტიპის დეტალებით შემკული არშია ქმნის, ზუსტად, ანალოგიური ხაზი მიუყვება სართულთშორის არესაც. მოაჯირის წრიული ფორმის რიკულები კი, ძველი თბილისისათვის დამახასიათებელ განწყობას კიდევ უფრო აძლიერებს. წინა ფასადის მხრიდან შენობას სარდაფის დონეზე არსებულ სართულზე რამდენიმე ჩასასვლელი აქვს. აღნიშნული სართული საცხოვრებლად გამოიყენება. ნაგებობის გვერდითი ფასადები სადაა და მხოლოდ რამდენიმე ფანჯრის ჭრილითაა დანაწევრებული. რაც შეეხება შიდა კედელს, რომელიც აივნის სიღრმეშია განთავსებული, ის ასევე სადაა, თუმცა, ფანჯრებისა და კარების ჭრილების ირგვლივ, პროფილირებული საპირეები შემოუყვება. მთლიანობაში, მიუხედავად უამრავი გვიანდელი გადაკეთებისა, შენობა მასიური, მონუმენტური, ძველი თბილისური ყაიდის ნაგებობის შთაბეჭდილებას ინარჩუნებს და უამრავ ძველ, აუთენტურ დეტალს შეიცავს, რაც მის მხატვრულ ღირებულებას ძალიან ზრდის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4977
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ფაბრიკის შესახვევი/8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81683918
Y: 41.68741892