CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3508
ObjectID: 3508
ID: 3508
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა მდებარეობს ხანძთელისა და ვ. ბერიძის (ყოფ. ხოდაშენი) ქუჩების კუთხეში. მიუხედავად იმისა, რომ ორსართულიანი ნაგებობის გაცილებით გრძელი ფასადი გადის ბერიძის ქუჩაზე, მთავარი ფასადი მაინც ხანძთელის ქუჩაზე არსებული მცირე მონაკვეთია. აქ არის განთავსებული ეზოში შესასვლელი ტალანი და სადარბაზოს კარი, რომელსაც ასევე ეზოში შევყავართ. ფასადი სრულიად სადაა, შელესილი და დაფერილი აგურისფრად. ერთადერთი მცირე მონაკვეთი გაფორმებულია ხანძთელის ქუჩის მხარეს, კუთხეში, სადაც მეორე სართულზე გადმოკიდებულია აივანი. ხის აივანს ჭვირული მოაჯირი და მცირე ფარდით დასრულებული სვეტები აქვს. აივნის უკან არსებულ ფასადზე გამოდის ერთი ფანჯარა. ამ მონაკვეთში ფასადზე ოთხი ვიწრო პილასტრი გამოდის, რომლებსაც ზედა ნაწილში პროფილირებული კაპიტელები აქვს. პილასტრებს შორის კაპიტელების დონეზე ასეთივე პროფილის სარტყელი გასდევს. სარტყელს ზემოთ, აივნის ჭერამდე დარჩენილ მონაკვეთში ფანჯრის ზემოთ თაღია განთავსებული, რომელზეც დალაგებულია ქვის იმიტაცია. მის გვერდითა მონაკვეთებში კი ორი წრეა ჩასმული. მთლიან ფასადზე არსებული ფანჯრის სწორკუთხა ღიობები სრულიად მოურთავია. გეგმაზე ნაგებობა "პ"-ს ფორმისაა, ერთი გვერდი დამოკლებულია. შიდა ეზოში შევდივართ ბრტყელი, ხის ჭერით გადახურული ტალანით. ეზო ვრცელია, მეორე სართულზე ყველა მხარეს შუშაბანდი გამოდის. ეზო დიდიწილად დამახინჯებულია გვიანი მინაშენებით და ამოშენებებით. ეზოს ბოლოსკენ განთავსებულია მეორე სართულზე ასასვლელი ორსვლიანი ხის კიბე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5343
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბერიძე ვახტანგის ქ./14.ხანძთელის ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.804954
Y: 41.69217701