{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3507?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3507?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3507?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3507",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3507,
    "ID" : 3507,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ერთიანი ნაგებობის ცალკე ნაწილად მოიაზრება. მისი ფასადი ასიმეტრიულია. ის მეორე სართულზე, რუსტირებულ პილასტრებს შორის მოქცეული თაღოვანი წყვილი სარკმლებითა და პირველ სართულზე განლაგებული დიდი ზომის ვიტრინა-ღიობებით  არის დანაწევრებული. მეორე სართულის წყვილ-წყვილად წარმოდგენილი თაღოვანი სარკმლები ერთიან მართკუთხა მოხაზულობაშია გაჭრილი. თაღები სარკმლებს შორის მოთავსებულ პილასტრებს ეყრდნობა, რომლებიც ვერტიკალურად განლაგებული მცენარეული სურათით არის შემკული. თაღის ცენტრში დეკორატიული, მცენარეულ, ვოლუტებიან კომპოზიციაში მოქცეული ადამიანის თავის გამოსახულებით შემკული საჭექი ქვაა მოთავსებული. თაღების გარშემო მდებარე არეები  მცენარეული კომპოზიციებითა და ასევე მცენარეული გვირგვინებით არის გაფორმებული, რაც მას პომპეზურ იერს სძენს. პირველ სართულზე თაღოვან მოხაზულობაში გაჭრილი დიდი ზომის ვიტრინა-ფანჯრებია წარმოდგენილი.  მათ შორის კი პირველ სართულზე რუსტირებით მონიშნულ რიზალიტში დატანილია თაღოვანი ფრამუგით დაბოლოებული და საჭექი ქვით შემკული კარის განიერი ღიობი. მის თავზე რიზალიტს წყვილი კორინთული პილასტრები, მათზე დაყრდნობილი სამკუთხა, ნიჟარითა და ვოლუტების ცენტრული სურათით გაფორმებული ფრონტონი მონიშნავს. რიზალიტს მაღალი, მცირე პლასტიკით შემკული ატიკი აგვირგვინებს. კარის თავზე აჟურული რკინის ცხაურით შემოსაზღვრული აივანია შეკიდული, რომელსაც სადა ჩარჩოთი შემოწერილი განიერი კარი ერთვის. ნაგებობას მცენარეული გამოსახულებებით გაფორმებული ფრიზი და იონიკური კარნიზი აბოლოებს. \nშენობა ეზოს შემცველია. რომლისკენ მიმართული, ნაწილობრივ სახეცვლილი ფასადი ხის ჭვირული მოაჯირებითა და ჩუქურთმებით გაფორმებული შუშაბანდებით არის წარმოდგენილი, რომელსაც შუაში სადარბაზოს აგურით ნაშენი და ერთიანი, ვერტიკალური სარკმლით დანაწევრებული ფლიგელი ერთვის. მის ორსავ მხარეს კი შუშაბანდებია განაწილებული, რაც კომპოზიციას გაწონასწორებულს ხდის. შენობას შუშაბანდისებური მცირე ზომის ხედი ერთვის, რომელიც მას მეზობელ სახლთან აკავშირებს. პირველი სართულის თავდაპირველი იერსახე გვიანი მიშენებებით არის დამახინჯებული. \nაღსანიშნავია შენობის სადარბაზო, რომლის იატაკიც სხვადასხვა გამოსახულებებით არის გაფორმებული. ვესტიბულის კედლებს ადამიანის თავის რელიეფური გამოსახულებებით შემკული თაღნარი და რუსტებით დანაწევრებული ფრიზი მიუყვება. მარმარილოს კიბეებს რკინის აჟურული ცხაური საზღვრავს. მას შუქფარნის ფრაგმენტი ერთვის. \nაღწერილი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ერთიანი ნაგებობის ცალკეულ ნაწილად მოიაზრება, მათი ფასადების საერთო სურათის აღქმისათვის კი მნიშვნელოვანია. ეზოსკენ თბილისური აივან-შუშაბანდებით წარმოდგენილი ნაგებობა, ბაროკულ-როკოკული ხუროთმოძღვრული ელემენტებით უხვად არის შემკული, რაც მას პომპეზურს ხდის. ამასვე უსვამს ხაზს სადარბაზოს მდიდრული მორთულობაც. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი თბილისური ეკლექტიკის მასშტაბით მოკრძალებული, თუმცა ალბათ ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3723",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ათონელის ქ./11",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;\nსაგანმანათლებლო, სამეცნიერო;\nკომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eკვების ობიექტი\u003e\u003eრესტორანი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.803996230000003,
    "Y" : 41.698213979999998
  }
}