{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3506?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3506?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3506?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3506",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3506,
    "ID" : 3506,
    "Name" : "სკოლა N58",
    "FullName" : "სკოლა N58",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ორსართულიანი, მასშტაბური შენობა ევროპული ხუროთმოძღვრული ელემენტებით არის შემკული. მისი გრძივი, ასიმეტრიული ფასადი ათონელის ქუჩისკენ არის მიმართული. გვერდითა ფასადებთან შედარებით ის რეპრეზენტატულია. მას ცენტრიდან მარჯვნივ, გიგანტური კორინთული პილასტრებით მონიშნული და ატიკით დაგვირგვინებული რიზალიტი განსაზღვრავს. მის შუა ღერძზე შენობაში შესასვლელი ვიწრო, მაღალი, ნატიფი პროპორციების ღიობია მოქცეული, რომელშიც ორფრთიანი, რკალური სარკმლებითა და რკინის ცხაურებით გაფორმებული ხის კარია მოწყობილი.  მას მაღალი ფრამუგა ასრულებს. კარის თავზე, პილასტრების ტანებს მიყრდნობილი, მსუბუქი რკინის ორნამენტირებული მოაჯირით შემოსაზღვრული აივანია შეკიდული, რომელზეც დიდი ზომის, აივნის სიგანის მაღალი რკალური სარკმელია მოქცეული. რიზალიტს პილასტრების თავზე, წყვილი პროფილირებული კრონშტაინებით დანაწევრებული ფრიზის გარკვეული მონაკვეთი ამკობს. რიზალიტის მარჯვნივ, ორივე სართულზე ორი სარკმელია დატანილი, მარცხენა მხარეს კი -  ხუთი. ღიობების რიგში, ცენტრში, ნახევარწრიული გეგმის მქონე აივანია შეკიდული. პირველი სართულის ფანჯრები რუსტებით დანაწევრებული ჩარჩოთია შემოწერილი, რომელსაც კლასიცისტური თარო ერთვის. მეორე სართულის სარკმლები ბაროკული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი შემამკობლით არის წარმოდგენილი. \nმტკვრის ქუჩისკენ გამავალი, ვიწრო ფასადი, რომლის ცენტრშიც ნახევარწრიული აივანია მოქცეული, ანალოგიური დეკორით არის შემკული.  ორბელიანის ქუჩისკენ გამავალი ფასადი შედარებით სადაა. სარკმლების რიგში, მეორე სართულს ცენტრში, რკინის მსუბუქი აჟურული მოაჯირით შემოწერილი მართკუთხა გეგმის მქონე აივანია მოთავსებული. აღნიშნულ ფასადზე გაჭრილი ღიობები სადა საპირეებით, კლასიცისტური თაროებითა და დეკორატიული საჭექი ქვებით არის შემკული. \nრელიეფის დაქანების გამო, ორბელიანისა და მტკვრის ქუჩებისკენ, შენობას სარდაფის სართული ემატება, რომელიც დაახლოებით 3 მ. სიმაღლისა იქნება. შენობის, პილასტრებით შემკული სადარბაზო რამდენიმე საფეხურით უკავშირდება ფოიეს, რომელშიც სამბაქნიანი, რკინის მოაჯირით შემოსაზღვრული ქვის კიბეა მოწყობილი. ის ჭერში მოწყობილი ბუნებრივი განათების წყაროთი ნათდება. \nაღწერილი ნაგებობის ექსტერიერში, მორთულობის თვალსაზრისით, მთავარი და პომპეზური ფასადი,  ათონელის ქუჩის მხარეს გამოიკვეთება. მის დომინანტურობას, მასშტაბთან ერთად,  რიზალიტის კომპოზიცია, მასზე მოთავსებული გიგანტური პილასტრები და შენობაში შესასვლელი განსაზღვრავს. ის მონუმენტურობის თვისებებსაც შეიცავს. უმნიშვნელო უკანა ფასადი სადად არის შემკული. შენობის რეპრეზენტატულობა, საზეიმო ელფერი, მასშტაბი, საფასადე კომპოზიციის პომპეზურობა მიმდებარე, განაშენიანებაში  მის როლს ზრდის და ნაგებობას დომიანტს ხდის.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3740",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ათონელის ქ./9.მტკვრის ქ./6.ორბელიანის ვ. ქ./39",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nადმინისტრაციული\u003e\u003eსამინისტრო;\nკომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eკვების ობიექტი\u003e\u003eრესტორანი;საგანმანათლებლო, სამეცნიერო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.804326119999999,
    "Y" : 41.698113480000004
  }
}