CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3505
ObjectID: 3505
ID: 3505
Name: აბანო
FullName: აბანო
Description: შენობა ორსართულიანია და აღმართის სპეციფიკასაა მორგებული. მისი მარჯვენა მხარე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მარცხენა. ეს ის შემთხვევაა, როცა მნიშვნელოვანია ნაგებობის ფუნქციაც, რადგან ამჯერად ის შენობის სპეციფიკურ მახასიათებლებს განსაზღვრავს. ნაგებობაში აბანო ფუნქციონირებს. მის ცენტრალურ ფასადს საკმაოდ ეკლექტური ხასიათი გამოარჩევს. შენობის შუაგულში დიდი შესასვლელი კარია განთავსებული, რომელიც ორივე სართულის დონეზეა ასული. რიზალიტის ტიპის შვერილში, შეისრული ფორმის თაღის მოხაზულობის შიგნით, ტიმპანის ტიპის არეა განთავსებული, რომელსაც ცენტრში ვარსკვლავისებური ღიობი აქვს. აღნიშნული შეისრული თაღი გვერდითა წრიული ფორმის კედელს მიბჯენილ პილასტრებს ეყრდნობა. სწორედ ამ მოჩარჩოებაშია განთავსებული ცენტრალური შესასვლელი კარის ჭრილი. რაც შეეხება გვერდითა ფლიგელებს: მარჯვენა მხარეს არსებული მონაკვეთი უფრო მცირეა, ვიდრე მარცხნივ. მარჯვნივ პირველ სართულს ქმნის ორი მართკუთხა ფანჯარა, რომელთაგან კარებთან ახლოს მყოფს, ირგვლივ დეკორირებული არე შემოუყვება. მეორე სართულს კი - ერთის მხრივ სარკმელი, მეორეს მხრივ კი წყვილადი თაღედით გახსნილი ვიწრო აივნის ტიპის ღიობი. დეკორირებულია, ამ თაღედის ცალკეული დეტალები, მათ შორის კაპიტელები, გარემოჩარჩოება, ბაზისები სვეტებისა რომელსაც თაღები ეყრდნობა და ა.შ. ანალოგიური მახასიათებლები გამოარჩევს შენობის მეორე მხარესაც, თუმცა აქ ორივე სართულს ემატება კიდევ ორ-ორი სარკმლის ღიობის არე. ამის გამო ნაგებობის ეს მონაკვეთი ბევრად უფრო გრძელია. მით უფრო, რომ სწორედ ამ მხარეს ნეგებობა უკვე ერთი სართულის დონეზე გრძელდება და დიდ კვადრატულ ტერიტორიას მოიცავს. ეს არის დაბალი განიერი თითქმის უსარკმელო და ამჟამად ძლიერ დაზიანებული ნაწილი შენობის რომელსაც ნახევარსფერული ტიპის გადახურვები აქვს თანმიმდევრულად გადანაწილებული. სწორედ მსგავსი დეტალების არსებობა ააშკარავებს აბანოს სპეციფიკას არქიტექტურაში. შენობის მარჯვენა გვერდითა ფასადი სამი კარითაა დაყოფილი, ყველა მათგანთან ადის კიბეების რიგი, აქედან პირველთან მხოლოდ რამდენიმე საფეხური, დანარჩენებთან შედარებით უფრო მაღალი, ორად გაყოფილი კიბე. ფანჯარაა განთავსებული შენობის ზედა არეზე. ეს ნაწილიც შენობისა შედარებით დაბალ, ერთსართულიან გრძივ ნაგებობაში გადადის, რომელიც ასევე აბანოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემინული სამკუთხა გადახურვების მქონე ქონგურების ფორმის დეტალებით ბოლოვდება. რეალურად ეს არის ორნაწილიანი ნაგებობა. წინა ორსართულიანი ცენტრალური კორპუსი და უკანა ერთი სართულის დონის, დაბალი, განიერი ნაწილი შენობისა, რომელიც თითქმის სრულად შემოსაზღვრავს შენობის უკანა ნაწილს და ქმნის ეზოს არეს გვერდითა მხრიდან. მთლიანობაში ნაგებობის საერთო მდგომარეობა ძალიან მძიმეა. კედლის არეებს დაწყებული აქვს ჩამოშლის პროცესი, ასევე ჩამოშლილია ნალესობის ფენა ბევრგან და ძლიერაა დაზიანებული ფასადის ზედაპირის მხატვრულ-დეკორაციული შემკულობის დიდი ნაწილი. ძლიერაა დაზიანებულია შენობის შიგნითა მხარეც. აყრილია იატაკი, ჩამოშლილია კედლები. ძლიერია ნესტით გამოწვეული დაზინებები და ა.შ. შენობის ცენტრალური ფასადი ორფერშია შეღებილი. თუმცა ეს იმდენად არაერთგვაროვანია, რომ ერთიან სისტემაზე საუბარიც კი ჭირს. მთლიანობაში ნაგებობა სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს და საერთო სტილისტური მახასიათებლების მკაფიო განსაზღვრას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3674
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გრიშაშვილი იოსების ქ./11
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
ExactDate: მე-18 საუკუნის დასასრული
InitialFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>აბანო;
CurrentFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>აბანო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81189326
Y: 41.68773195