CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3503
ObjectID: 3503
ID: 3503
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: აღნიშნულ ნომერში მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი ლერმონტოვისა და კუფტინის ქუჩების შეყრის ადგილას დგას, შესაბამისად მისი ფასადები ორივე ქუჩაზე გამოდის. შენობა აგურითაა ნაგები და პ-ს ფორმის მქონე გეგმა აქვს. მას ტრადიციულად ახლავს ეზო, რომლის ბოლოში კუფტინის I ჩიხი შედის. ფასადები სხვადასხვაგვარადაა შემკული, მათგან მთავარი ლერმონტოვის ქუჩისკენაა მიმართული და უხვი სამკაულით გამოირჩევა. იგი ორფერადაა შეღებილი-კედლის სიბრტყე, რომელიც ფონს ქმნის აგურისფერია, ხოლო მასზე დადებული არქიტექტურული ელემენტები თეთრი, ამდენად ფასადზე ორი ფერის თამაშია. სართულებს პროფილირებული სარტყლები მიჯნავს. ქვედა ორი სართული იდენტურადაა მორთული, მესამე სართულზე კი თუმცა მორთულობის საერთო კომპოზიცია მეორდება იგი შედარებით მდიდრულია. Fფასადის შუა ნაწილი ოდნავ სიღრმეშია შეწეული. მასში გაჭრილ ფანჯრებს პროფილირებული საპირეები შემოწერს. ამასთან ზედა ორი სართულის ფანჯრების ძირი გეომეტრიული ფორმის სამკაულითაა აღნიშნული, ხოლო მესამე სართულის ფანჯრებს კი პროფილირებული თავსართებიც ახლავთ, რომლებიც პალასტიკურად ნაძერწ კრონშტაინებს ებჯინება. ფასადის ცენტრში კი ზედა ორ სართულზე ლითონის აჟურულ მოაჯირიანი თითო-თითო შეკიდული აივანი გამოდის. (მესამე სართულის აივანი ამჟამად გადახურულია) ფასადის განაპირა ნაწილებში მოთავსებული ფანჯრები თითოეულ სართულზე სხვადასხვაგვარია. პირველ სართულზე ორ-ორი ვიწრო სწორკუთხა ფანჯარაა. (მარჯვენა ნაწილში მდებარე დღეს ამოქოლილია) მეორე სართულზე თითო-თითო ფართო ზომის სწორკუთხა, ხოლო ზედა სართულზე კი თაღოვანი. მათაც ირგვლივ პროფილირებული საპირეები შემოუყვებათ. ამასთან მესამე სართულის ფანჯრებს პლასტიკურად ნაძერწი საჭექი ქვები ამკობს. Aამ ნაწილებში კედლის სიბრტყე ფანჯრების აქეთ-იქით ქვედა ორ სართულზე გეომეტრიული ელემენტების მეშვეობითაა დანაწევრებული. Mმესამე სართულზე კი ორ-ორი კანელურებიანი პილასტრით, რომელთაც კორინთული კაპიტელები ახლავთ. შენობა პროფილირებული კარნიზითა და პარაპეტით გვირგვინდება. Kკიდურა ნაწილებში კარნიზს ქვემოდან პლასტიკურად ნაძერწი სამკაული ებჯინება. კუფტინის ქუჩის მხარეს შენობის გეგმა მარჯვენა ნაწილში მცირე ტეხილს აკეთებს. Aამ მხარეს გამომავალი ფასადი სადაა და მთავარი ფასადის მსგავსად ორფეროვანია, თუმცა ამჯერად კედლის სიბრტყე მოვარდისფროდაა დაფერილი. პროფილირებული სარტყლებით გამიჯნულ სართულებს ფანჯრების სწორკუთხა ღიობები ანაწევრებს, რომელთაც პროფილირებული საპირეები შემოწერთ. მათი ძირი კი გეომეტრიული ელემენტებითაა აღნიშნული. Fფასადის მარცხენა ნახევარში ზედა ორ სართულზე ერთმანეთის თავზე ლითონის აჟურულ მოაჯირიანი თითო-თითო შეკიდული აივანი გამოდის. (მესამე სართულის აივანი ამჟამად გადახურულია) მათ ქვემოთ კი სადარბაზოში შესასვლელი ხის კარია მოთავსებული. ფასადის მარჯვენა მხარეს არის ეზოში შემავალი რკინის ჭიშკარი. მის მარჯვნივ კი იქ სადაც კუფტინის ქუჩიდან ვიწრო ჩიხი შედის კუთხეში დგას ახალი აშენებული ცემენტით შელესილი მცირე ზომის ორსართულიანი სახლი, რომელიც ამავე დროს შემოფარგლავს ვიწრო ეზოს. მას არავითარი მხატვრული ღირებულება არ აქვს. ეზოს მხრიდან შენობა სახეცვლილია. თავდაპირველად იგი მთელ გაყოლებაზე ხის ფართო მოხარატებული აივნებით იხსნებოდა. დღეს მისი მარცხენა ნაწილი მთლიანად ამოშენებულია და ცემენტის ნალესობითაა დაფარული. მარჯვენა ნაწილში ზედა ორ სართულზე გამომავალ ფართო ხის აივნებს კი მხოლოდ მესამე სართულზე აქვს შერჩენილი მოხარატებული მოაჯირი. Aაივანზე მოსახვედრად ოთხ მარშიანი ხისავე კიბეა მიდგმული.
2020 წლის გაზაფხულზე, ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას ნაგებობის სადარბაზოს პირველ სართულზე გამოვლინდა კედლის მხატვრობის დაზიანებული ფრაგმენტები. დაკეჭნილი მხატვრობის სქემის გარჩევა დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე რთულია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4556
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ლერმონტოვის ქ./1.კუფტინის ქ./17
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80313379
Y: 41.69142019