CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3502
ObjectID: 3502
ID: 3502
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი #12/13 აბოვიანისა და ხანძთელის ქუჩების გადაკვეთაზე დგას. ამ უკანასკნელის მხარეს მიმართული ფასადი შელესილია. კედლის ძირითადი არე ვარდისფრად, ხოლო დეკორატიული ელემენტები თეთრად არის დაფერილი. ფასადის ცოკოლის არეზე აღმავალი ნესტის გამო ნალესობა და საღებავიც ალაგ-ალაგ აყრილია. ფასადის ორივე სართული სწორკუთხა ფანჯრის ღიობებით ნაწევრდება. ფანჯრის ღიობებს სამი მხრივ (ქვედა ბორტის გარეშე) პროფილირებული საპირეები შემოუყვება, რომელთა ზედა ნაწილებშიც საჭექი ქვების იმიტაციებია მოთავსებული. შუაკედლისები I სართულის არეზე ღრმად, ხოლო II სართულის არეზე მსუბუქად დატანილი ჰორიზონტალური ხაზებითაა დაღარული. მეორე სართულის ცენტრალური მონაკვეთი შემინულ აივანს უკავია. აივნის მოაჯირი ამჟამად შელესილი და დამახინჯებულია, ამდენად მისი თავდაპირველი სახე ჩვენთვის უცნობია. ფასადი კბილანებიანი კარნიზითა და გლუვი პარაპეტით სრულდება. ნაგებობა აბოვიანის ქუჩის მხარეს ეზო-ჰოლით იხსნება. სახლი ამ უკანსაკნელს სამი მხრივ შემოსაზღვრავს. შენობის მარჯვენა ფრთა ქუჩის პირზე გამოდის და მთავარი ფასადის მსგავსადაა გადაწყვეტილი. აქვეა მოთავსებული სადარბაზო კარი. სადარბაზოს მთელი სიგანე კიბის უჯრედს უკავია. სადარბაზოს ხის კარი არქიტექტურული ელემენტებით, ხოლო თაღოვანი ცხაურები ლითონის აჟურითაა შემკული. სახლის მარცხენა ფრთაც ქუჩის პირზე გამოდის. მისი პირველი სართულის არე ავტოსადგომს უკავია, ხოლო მეორე სართული შელესილი და დაფერილია, აყრილი ნალესობის ქვეშ ახალი აგური მოჩანს, როგორც ჩანს იგი მოგვიანებით ამოუშენებიათ. შენობის დანარჩენი მონაკვეთი ეზოს სიღრმეშია მოთავსებული. I სართულის არე შუშაბანდს წარმოადგენს, ხოლო მეორე, აივნის აჟურით იხსნება ეზოს მიმართ, რითიც მნიშვნელოვნად მონაწილეობს ქუჩის მხატვრული სახის შექმნაში. აივანზე მოხვედრა ხის გარედან მიდგმული ერთმარშიანი კიბითაა შესაძლებელი. სახლი მაღალმხატვრული ღირებულების მქონეა, ხოლო ფასადის დეკორი, მოხარატებული აივანი და სადარბაზო კარი არქიტექტურულად ღირებულ ელემენტებს წარმოადგენს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3713
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბოვიანი ხაჩატურის ქ./12.ხანძთელის ქ./13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80592178
Y: 41.69123334