CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 34
ObjectID: 34
ID: 34
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორ სართულიანი აგურის სახლი ქალაქ თელავში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის აღმართის დასაწყისში დგას. ნაგებობა ორგანულად არის მორგებული თავისებურ რელიეფს. საცხოვრებელი სახლი ნაშენია აგურისა და რიყის ქვის მონაცვლეობით, რაც ასე დამახასიათებელია ადგილობრივი არქიტექტურისათვის. ნაგებობის მთავარი ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულობით გამოირჩევა. ცენტრში, პირველ სართულზე, შენობაში შესასცლელი ხის, ორფრთიანი, სარკმლებიანი კარია მოთავსებული, მის თავზე - მეორე სართულზე ხის აივანია შეკიდული, რომელიც ინტერიერს ერთი ღიობით უკავშირდება. შენობაში შესასვლელი, ქუჩას, რამდენიმე საფეხურიანი ხის კიბით უკავშირდება, რომელიც ძალზე დაზიანებულია. კარ-სარკმლების საპირეები ნახევრად თაღოვანია და აგურის დეკორატიული წყობით არის გამოყვანილი. კედელზე იკითხება სამშენებლო წარწერა 1915. სახურავი კრამიტისაა. ქუჩის მხარეს სახლს სარდაფი აქვს. ამავე მხრიდან ეზოს მხარეს მოწყობილია ღია კიბე, რომელზეც ძირითადი შენობის მარცხნივ კედელში დატანილი სადარბაზოს კარით შევდივართ. კარი ორფრთიანია და რუსტებით სადად არის გაფორმებული. კიბე, რომელიც თუნუქის ფირფიტებით ახლადგადახურულია, ნახევარწრიულ ხის აივანს უკავშირდება. აივნის დეკორი ჭვირულია (ამჟამად თითქმის მთლიანად ჩამოშლილი). შიდა ეზოს გაყოლებაზე აივნები გადაკეთებულია.
ინტერიერში შემორჩენილია ძველი განჯინები „წალოები“.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 105
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ვაჟა-ფშაველა/4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1915 წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47120582
Y: 41.92026007