CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3496
ObjectID: 3496
ID: 3496
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი #2/5 ე. წ. რუსული აგურით ნაგებ სამსართულიან შენობას წარმოადგენს. მსხვილმასშტაბიანი ნაგებობა ფასადებით პურის მოედანზე და გ.ხანძთელისა და ლ.ასათიანის ქუჩებზე გადის. ფასადები შეულესავი აგურისაა (მხოლოდ პურის მოედანზე და ასათიანის ქუჩაზე გამავალი საფასადე სიბრტყეების პირველი სართულის მონაკვეთია შელესილი და თეთრად დაფერილი) და იდენტურად არის გადაწყვეტილი. შენობის პირველი სართული კომერციულად არის ათვისებული. ნაგებობის ზედა ორი სართული უწყვეტად ნაწევრდება მშვილდთაღოვანი ფანჯრის ღიობებით, რომელთა ზედა ნაწილებში მცირედი ინტერვალით ჰორიზონტალური პროფილირებული თავსართებია გამოსახული. შუაკედლისებს ბრტყელი პილასტრები ავსებს. ფასადებს დამატებით ამკობს ლითონის აჟურული აივნები. მათი განლაგება ასათიანის ქუჩის მხარეს ასიმეტრიულია, ხოლო პურის მოედანზე გამავალ ფასადზე პირიქით მკაცრ სიმეტრიას ექვემდებარება. ლითონის აჟურული აივნები აქ ფასადის კიდეებსა და ცენტრალურ ღერძზე ერთმანეთის თავზეა გადმოკიდებული, ამასთან შუაღერძის აივნებს ნახევარწრიული ფორმა აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ნაგებობის მთავარ ფასადს სწორედ პურის მოედნისკენ მიმართული ფასადი წარმოადგენს. მისი ცენტრი მსუბუქი რიზალიტით არის ხაზგასმული, რომელიც მაღალი და ნახევარწრიული ფრონტონით სრულდება. რიზალიტის ფარგლებში, პირველი სართულის არეში სადარბაზო კარია მოწყობილი. შენობა ბრტყელი პილასტრებისა და რიკულებიანი მოაჯირის მონაცვლეობით შექმნილი პარაპეტით სრულდება. ნაგებობა მოზრდილ შიდა ეზოს დაირთავს, სადაც ასათიანის ქუჩის მხრიდან მოწყობილი ლითონის ალაყაფის კარიდან ვხვდებით. სახლის ეზოს მხარეს მიმართული ფასადები საკმაოდ შელახულია გვიანდელი გადაკეთებების შედეგად. ფასადები სამივე სართულზე განლაგებული ხის ღია აივნებით იხსნებოდა, რომლებიც ერთმანეთს ხის სწორკუთხოვანი თუ წრიული კიბის უჯრედებით უკავშირდებოდა. ამჟამად ღია აივნების კვალს აქა-იქღა ვხედავთ, მათი ნაწილი ან შემინულია ან ამოშენებული და შელესილი. არის გვიანდელი მინაშენებიც.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4431
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: იერუსალიმის ქ./2.პურის მოედ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
ფუნქციის გარეშე;
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80559187
Y: 41.69042689