ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3495
ObjectID: 3495
ID: 3495
Name: გალერეა
FullName: კაფე
Description: შარდენის ქუჩა ზემო კალას უბანში ვახტანგ გორგასლის მოედანსა და სიონის ქუჩას შორის მდებარეობს. XIX-XX სს-ებში შარდენისა და მის მიმდებარე ქუჩებზე ძირითადად, სავაჭრო რიგები, სახელოსნოები, დუქნები, ქარვასლები იყო განლაგებული. ქუჩა XIX ს-ის ბოლოს ჩამოყალიბდა. ის გადახურული იყო, რის გამოც, მას ბნელი რიგის ქუჩა ერქვა; "დახურულ ბაზარსაც" ეძახდნენ. აქ მდებარეობდა მექვაბეთა რიგი, ფართლეულით მოვაჭრეთა დუქნები და სახელოსნოები. ვიწრო, აგურით ნაგები შენობა #10, გეგმაზე სწორკუთხაა, აქვს ორი ფასადი, შარდენის ქუჩაზე ორსართულიანი, ხოლო, რკინის რიგში - სამსართულიანი. ორივე ფასადი თითქმის, იდენტურია. რუსული, წითელი აგურის წყობაში ჩართულია ქვის, ჰორიზონტალური ზოლები. ორივე მხარეს ფასადი სრულდება მრუდხაზოვანი ფრონტონით, რომელსაც გადასდევს ქვის, მონაცრისფრო კარნიზი. რკინის რიგის მხრიდან, პირველ სართულს ერთი, განიერი, სწორკუთხა ღიობი აქვს. მეორე სართულზე, ისევე როგორც შარდენის ქუჩის მხარეს, პირველ სართულზე, ასევე ერთი, განიერი ღიობია მრუდხაზოვანი თაღით. ბოლო, ზედა სართულზე სამი ფანჯარა გამოდის, ერთი, განიერი - შუაში და ორი, ვიწრო - გვერდით. ყოველ სართულზე თითო-თითო ოთახია მოწყობილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4805
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: რკინის რიგი/5.შარდენის ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80844559
Y: 41.69057441