ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3492
ObjectID: 3492
ID: 3492
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ხანძრის შედეგად სახლი თითქმის, მთლიანად იყო განადგურებული და ახლა აღდგენილია. ნაგებობის მხოლოდ, პირველი სართულის ნაწილი იყო შემორჩენილი, რამდენიმე დეკორატიული ელემენტით. სახლი ფაქტობრივად, თავიდან აშენდა. ძირითადი, ორი სართული პროფილირებული ლავგარდანით არის განსრულებული, ლავგარდანს ზემოთ კი მესამე, განსხვავებულად გაფორმებული სართულია დაშენებული. პირველი სართულის კედლები რუსტიკის ტექნიკითაა ნალესი. ფასადის ერთ კიდეში ეზოში შემავალი, ფართო ჭიშკარი და მის გვერდით არსებული, სადარბაზოში შემავალი კარია განთავსებული, მეორე სადარბაზოში შემავალი კარი, ფასადის მეორე კიდეშია გაჭრილი. მათ შორის მართკუთხა ფორმის, ფართო სარკმლებია მოქცეული. თითოეულის საჭექში მცენარეული ორნამენტით შედგენილი, დენტიკულაა განთავსებული. ეზოში შემავალი ჭიშკრის საჭექს კი ლომის თავიანი, ჰორელიეფური გამოსახულება ამშვენებს. მეორე სართულზე განსაკუთრებულად აქცენტირებული განაპირა ღიობებია – აქ ლითონის ჭვირულმოაჯირიანი აივნებია განთავსებული, რომლებზეც თაღოვანი, ფართო ღიობები გამოდის. ამ ღიოებებს ორსავ მხარეს შეწყვილებული, კანელურებიანი პილასტრები განამშვენებს, კორინთულს მიმსგავსებული სვეტისთავებით. საჭექებში ქალის თავის ჰორელიეფური გამოსახულებებია. აივნებს შორის მოქცეული სარკმლები ძალზე სადად პროფილირებული სანდრიკებითაა გაფორმებული. მეორე სართულის კედლები ჰორიზონტალური, ჩაკვეთილი ხაზებით არის დეკორირებული. მესამე სართულის დაშენებასაც ასეთივე კედლები აქვს, ამ სართულზე სარკმლები სრულიად უმკობია.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბაკელია თამარის ქ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79128469
Y: 41.70075612