CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3491
ObjectID: 3491
ID: 3491
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა დიუმას ქ. #15/16 გამორჩეულად დიდი ზომისაა ზემო კალას განაშენიანებისთვის, სადაც სახლების უმეტესობა პატარა მიწის ნაკვეთებზეა განთავსებული. მსხვილსაშტაბიანი შენობა სარდაფით დიუმასა და ცინცაძის ქუჩების კუთხეში მდებარეობს. სახლი აგურითაა ნაგები და შელესილია. კედლის არე აგურისფრად, მხატვრული დეტალები კი თეთრადაა შეღებილი. შენობა ფასადებით ორივე ქუჩაზე გადის. მათ შორის კი წარმოიქმნება კუთხის ფასადი. ცინცაძის ქუჩის მხარეს შენობა მოიცავს ეზოს, რომელიც ქუჩის მიმართ გახსნილია და დაბალი ზღუდითაა შემოფარგლული. შენობის ფასადები ერთიანი მხატვრული სისტემითაა გადაწყვეტილი. ყველაზე გრძელი ფასადით შენობა დიუმას ქუჩაზე გადის. ორივე სართულზე 13 ღიობია გაჭრილი. ფანჯრები სწორკუთხა მოყვანილობისაა და გაფორმებულია თარო თავსართებით, რომლებიც დეკორატიულ კრონშტაინებზეა ჩამოყრდნობილი. შუაკედლისები შევსებულია კორინთული პილასტრებით. პირველი სართული კი პილასტრისმაგვარი შვერილებით. პირველ სართულში განაპირა მონაკვეთებში სადარბაზოში შესასვლელი კარებია ჩასმული. ორივე კარი ხისაა მხატვრულად დამუშავებული და ლითონის ცხაურებით გაფორმებული. ფასადებს ჰორიზონტალურად ანაწევრებს სართულებს შორის გავლებული ფართო სარტყელი, რომელზეც განივი სწორკუთხედებია დატანილი. კუთხის ფასადი ძლიერ ამაღლებული პარაპეტით სრულდება, რომელიც ნახევარწიული თაღებითაა გაფორმებული. ამავე ფასადზე მეორე სართულზე გრძელი ლითონის აივანია მოთავსებული. კუთხის ფასადი დამატებით გაფორმებულია გირლიანდებით, რომლებიც ფანჯრების თავზეა დატანილი. ცინცაძის ქუჩის მხარეს შენობის მარჯვენა მონაკვეთი ყოველ სართულზე სამ ღიობს მოიცავს და დიუმას ქუჩაზე მიმართული ფასადის მსაგავსადაა გადაწყვეტილი. მარცხენა ნაწილი კი სრულიად განსხვავებულია. აქ განთავსებული შენობის მკლავები პ-ს მსგავს ფორმას წარმოქმნის. მთავარი სიღრმეში განთავსებული მკლავი ქუჩის მიმართ დიგონალურად არის განთავსებული. იგი სამსართულიანია. მესამე სართული დაბალია და მოგვიანებით უნდა იყოს დაშენებული. მეორე და მესამე სართულებზე აივანის მზიდი სვეტები სწორკუთხაა. მოაჯირები კი ყრუდ შეფიცრულია. პირველ სართულზე კი აივნის მოხარატებული დეტალები შენარჩუნებულია. შენობის ამ ნაწილში ზედა სართულებზე მოხვედრა სამმარშიანი ლითონის კიბითაა შესაძლებელი. შენობის წინ კი ქუჩისგან ზღუდით გამიჯნული ეზოა მოქცეული. მხატვრულადაა გაფორმებული ეზოს მესერი. დაბალი ზღუდე აგურითაა ნაგები, რომელშიც ლითონის ცხაურებია ჩასმული. ლითონისავეა ეზოში შესასვლელი ჭიშკარი. შენობა თავის მასშტაბით, მდებარეობითა და მხატრულ-არქიტექტურული ღირებულებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიკროუბნის ურბანული სახის ჩამოყალიბებაში. შენობას გამორჩეულობას ანიჭებს “მრავალფასადიანობა” რაც გამოიხატება კლასიცისტური არქიტექტურის მოტივებით გაფორმებული ფასადებისა და თბილისური ეზოს კომბინირებით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4267
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ცინცაძე კალისტრატეს ქ./16.დიუმას ქ./15
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8032315
Y: 41.69432636