{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3489?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3489?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3489?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3489",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3489,
    "ID" : 3489,
    "Name" : "კოშკი",
    "FullName" : "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მეორე კოშკი",
    "ComplexName" : "ბოტანიკური ბაღი",
    "Description" : "ბოტანიკური ბაღის ისტორიულ ნაწილში მდებარე მეორე კოშკი, ცენტრალური შესასვლელიდან დაახლოებით 120 მეტრში, სოლოლაკის ქედის ფერდობზე დგას. ის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია. ადრე ეს სათავდაცვო ნაგებობა თბილისის დედა-ციხის არქიტექტურული ანსამბლის ნაწილი იყო. შენობის შესახებ საარქივო ცნობები არ იძებნება, თუმცა არქიტექტურული მონაცემებით ის გვიან შუა საუკუნეებს განეკუთვნება. კოშკი ძირითადად ნაგებია ფლეთილი ქვითა და კირის ხსნარით, თუმცა აქა-იქ ე. წ. ქართული აგურიც არის გამოყენებული. როგორც ძველი ფოტოსურათები და არქიტექტურაზე დაკვირვება აჩვენებს, კოშკი XIX-XXI საუკუნეების მანძილზე რამდენჯერმე შეაკეთეს, მაგრამ მან თავდაპირველი სახე თითქმის სრულად შეინარჩუნა.\r\nდაახლოებით კვადრატული გეგმის კოშკი მაღალ სუბსტრუქციაზე  აღმართული სამი სართულისაგან შედგება და ბანით სრულდება. გარედან კოშკის კუთხეები მომრგვალებულია. ფასადები სადად არის გადაწყვეტილი. სკულპტურული ან სხვა რაიმე სახის დეკორი არ გააჩნია. კედლების დიდ სიბრტყეებზე ყურადღებას სულ რამდენიმე ფანჯრის ღიობი და მაღლა განთავსებული აგურით გამოყვანილი საფეხუროვანი სათოფურები იქცევს. ისინი ნაწილობრივ მოგვიანებით არის აღდგენილი და ყოველ ფასადზე ორ-ორია. ფანჯრის ღიობები მხოლოდ დასავლეთ და სამხრეთ ფასადებს ანაწევრებს - მეორე სართულზე დაახლოებით კედლების შუაში თითო სწორკუთხა ფანჯარაა, ხოლო მესამეზე - ვიწრო და გრძელი ორ-ორი ღიობი. პირველ სართულზე ერთი ფანჯარა მხოლოდ სამხრეთ ფასადს აქვს. ეს სწორკუთხა ფანჯარა შენობის თავდაპირველი არ არის. როგორც ჩანს, ის კოშკის 1891-1892 წლების შეკეთების დროს გაჭრეს. დ. ერმაკოვის 1880-იანი წლების ფოტოსურათბზე ის ჯერ არ არის. კოშკში შესასვლელი კარი აღმოსავლეთ\r\n \r\nფასადზე პირველი სართულის დონეზეა განთავსებული. ამ მხრიდან კოშკის წინ მოწყობილია ქვის სუბსტრუქციაზე დაფუძნებული ბაქანი, საიდანაც კარგი ხედი იშლება. ბაქანზე მოხვედრა შესაძლებელია 1990-იან წლებში განახლებული საფეხუროვანი გალავნის გავლით. კოშკის ინტერიერი, ისევე, როგორც ფასადები, სადაა, ყოველგვარი გაფორმების გარეშე. მეორე სართულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში არის ბუხარი, რომელიც ბოლო რეაბილიტაციის დროს 2011-2012 წლებში აგურით განაახლეს. ამავე დროს კოშკის პირველი სართულის კედლებს მოსცილდა ცემენტის გვიანდელი ნალესობა და გასუფთავდა. მოეწყო სართულებს შორის დამაკავშირებელი ხის კიბეები. კოშკის დამაბოლოვებელი ნაწილი კი მცირეოდენ აამაღლეს. როგორც ფოტოსურათები მოწმობს, საბჭოთა პერიოდში შენობას ერთხანს პირამიდული სახურავი ჰქონდა.\r\nკოშკს შიგნით მუდმივი კიბე არ აქვს. სართულები ერთმანეთს ხვრელობებით და ხის კიბეებით უკავშირდება. ხის მორებისგან შედგენილი სართულშუა გადახურვა 2011-2012 წლებისაა.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3993",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ბოტანიკურის ქ./1",
    "Period" : "შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.\u003e\u003eგანვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.",
    "ExactDate" : "მე-15 საუკუნის დასასრული",
    "InitialFunction" : "სათავდაცვო \u003e\u003eცალკე მდგომი კოშკი;",
    "CurrentFunction" : "სათავდაცვო \u003e\u003eცალკე მდგომი კოშკი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.808197020000001,
    "Y" : 41.687446250000001
  }
}