ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3488
ObjectID: 3488
ID: 3488
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ ნომერში მდებარე, აგურით ნაგები, ორსართულიანი შენობა გუდიაშვილის მოედნისა და ვიწრო ქუჩის შეყრის ადგილზე დგას. სახლს ტრადიციულად აქვს ეზო, რომელიც ქუჩის მხრიდან ერთვის. მთავარი ფასადი, რომელიც გუდიაშვილის მოედანზე გადის, სისადავით ხასიათდება. ის შელესილია და ცისფრადაა დაფერილი. კედელი, ალაგ-ალაგ, ახალი ცემენტის ნალესობითაა დაფარული. სართულებს ერთმანეთისაგან მარტივად პროფილირებული სარტყელები მიჯნავს. პირველ სართულს ბრტყელი, მშვილდა თაღებით დაბოლოვებული ფანჯრები ანაწევრებს, რომელთაც საპირეები შემოუყვება. ფასადის კიდურა ნაწილები ფანჯრებს შორის სადა პილასტრებითაა გაფორმებული. დაახლოებით ცენტრში კი თაღოვან ღიობში მოთავსებულია ხის, ყავისფერი, ორფრთიანი კარი, რომელსაც მხატვრულად დამუშავებული ცხაურები აქვს. კარის ზემოთ, მეორე სართულზე მოდერნული სტილის, ლითონის, შეკიდული აივანი გამოდის. ამ სართულში ჩარიგებულ ფანჯრებს, პირველი სართულისაგან განსხვავებით, თაღოვანი მოხაზულობა აქვთ. მათ აგრეთვე შემოუყვება პროფილირებული საპირეები. ფანჯრების ქვემოთ კი სწორკუთხა ფორმის შეღრმავებებია მოთავსებული. მარჯვენა მონაკვეთში, ამავე სართულზე, მოგვიანო, ლითონის აივანი გამოდის, რომელიც გოფრირებული ფირფიტითაა გადახურული. ქუჩის მხარეს შენობა სამსართულიანია. მის წინ მცირე ზომის ეზოა მოწყობილი, რომელიც ქუჩისაგან დაბალი გალავნით იფარგლებოდა. ამ მხარეს, უშუალოდ ქუჩის პირზე, შენობის მარჯვენა, ვიწრო ფრთა გამოდის, ის შელესილი და შეღებილია. საფასადო სიბრტყეს უსამკაულო ფანჯრები ანაწევრებს. პირველ სართულზე კი ყავისფერი, ორფრთიანი კარია მოთავსებული, რომელსაც ლითონის აჟურული ცხაურები აქვს. ეზოში გამომავალ ორფრთიან ფასადს, რომელიც ქუჩიდანაც აღიქმება, შეცვლილი აქვს პირვანდელი სახე. თავდაპირველად, ის ჭვირული სამკაულით მორთული აივნებით იხსნებოდა, ახლა ისინი შემინულია და შუშაბანდებადაა გადაკეთებული. ნიშანდობლივია, რომ მათ დღესაც შერჩენილი აქვთ მოხარატებული მოაჯირები. კიდურა მონაკვეთებში შუშაბანდებისაკენ რამდენიმე მარშისაგან შედგენილი, ხის კიბეები მიემართება. მარჯვენა ნაწილში არსებული კიბე გადახურულია. მარშებს შორის კი მცირე ზომის სწორკუთხა აივნებია მოწყობილი. აივნის მარცხენა მხარე, რომელიც გვერდით ნაგებობას ემიჯნებოდა ამ შენობის ჩამონგრევის გამო, ძლიერ დაზიანებულია. შენობა ამჟამად, ძლიერ ავარიულია და უფუნქციოა. არქიტექტურულ-ურბანული თვალსაზრისით, ის ღირებულ ნიმუშს წარმოადგენს და დიდწილად განსაზღვრავს მოედნისა და ქუჩის მხატვრულ-ისტორიულ სახეს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4089
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გუდიაშვილი ლადოს მოედ./7.ახოსპირელი ბეგლარის ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80392283
Y: 41.69076294