CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3484
ObjectID: 3484
ID: 3484
Name: საზოგადოებრივი შენობა
FullName: საზოგადოებრივი შენობა
ComplexName:
Description: სამსართულიანი შენობა დადიანისა და კოტე აფხაზის ქუჩების გადაკვეთის ადგილას დგას და თითქმის თანაბარი სიგრძის ფასადებით ორივე ქუჩაზე გადის. გადაკვეთის ადგილას შენობის მახვილი კუთხე ჩამოჭრილია და ვიწრო ფასადს წარმოქმნის. ამ ფასადით შენობა თავისუფლების მოედანს გადაჰყურებს და მის თავზე დიდი ეკრანია დამონტაჟებული. კუთხის ფასადშია მოწყობილი შენობაში შესასვლელი. შენობის ფასადებზე პირველი სართული და სარდაფის არე პრიალა ზედაპირის მქონე გრანიტის ფილებითაა მოპირკეთებული და დანაწევრებულია დიდი სწორკუთხა ფანჯრის ღიობებით. პირველი სართულის ასეთი გადაწყვეტა ამახანჯებს შენობას და არღვევს ფასადის მთლიანობას. II და III სართულები შელესილია და შეღებილი. კედლის არე მოყვითალო-მოყავისფრო ფერადაა დაფერილი, ხოლო არქიტექტურული დეტალები - თეთრად. შენობის ფასადების მეორე და მესამე სართულების გაფორმება ერთფეროვანია. ზედა სართულები ერთმანეთისაგან ფართო სარტყლებითაა გამიჯნული. მეორე და მესამე სართულებზე კედლის არე ორმაგი ფანჯრებით ნაწევრდება. ფანჯრებზე ნახევარწრიული თაღებია გადაყვანილი, რომლებიც სვეტებსაა დაფუძნებული. ორმაგ ფანჯრებს შორის კედლის არეს კანელურებიანი პილასტრები აუყვება. ვიწრო ფასადის კუთხეები ორმაგი პილასტრებითაა აქცენტირებული. ორ-ორი ლითონის აივანი გამოდის სამივე ფასადზე. აივნები ფასადების შუაში, ერთმანეთის ქვეშაა მოქცეული. ვიწრო ფასადზე ლითონის აივნები კედლის მთელ სიგრძეს მოიცავს. შენობა პროფილირებული კარნიზით სრულდება, რომელიც მცირედ არის გადმოშვერილი საფასადე სიბრტყეზე. შენობას კარგი ადგილმდებარეობა და კონფიგურაცია აქვს, მეტნაკლებად შენარჩუნებული XIX საუკუნის მიწურულის იერით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4112
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: დადიანი შალვას ქ./2.კოტე აფხაზის ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: ფუნქციის გარეშე;
CurrentFunction: ადმინისტრაციული;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80220788
Y: 41.69277583