ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3483
ObjectID: 3483
ID: 3483
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთავარი ფასადით აბესაძის ქუჩისკენაა მიმართული, მარჯვენა ფასადით მეზობელი სახლის (აბესაძის N1) შიდა ეზოში გადის, მარცხნიდან აბესაძის N5 ნომერს ებჯინება, ხოლო უკანა მხრიდან კოტე აფხაზის I ჩიხის N 4-ს. სახლი ე. წ. ქართული აგურითაა ნაგები. ფასადი შელესილია. პირველი სართული თეთრად, ხოლო მეორე ყვითლადაა დაფერილი. დეკორატიული მორთულობა, რომელიც ზომიერად ამკობს პარადულ ფასადს მეორე სართულის არეში იყრის თავს. ამ უკანასკნელის ნალესობა ჰორიზონტალური ხაზებითაა დაღარული. ფანჯრების ღიობებს პროფილირებული ჩარჩოები შემოწერს, რომელთა ზედა ნაწილებიც ჰორიზონტალური პროფილირებული თავსართებით სრულდება. თავსართები პლასტიკურად ნაძერწ კრონშტაინებს ეყრდნობა. ამ უკანასკნელთა შორის მოქცეული კედლის სიბრტყე შეწყვილებული მართკუთხედებითაა აღნიშნული. ფასადის კიდეებში მსუბუქი რიზალიტებია მოთავსებული. რიზალიტის ბრტყელი პილასტრების ბაზისები კანელურებითაა დაღარული. რიზალიტებს შორის ლითონის აივანია გადმოკიდებული. შენობას პილასტრებითა და მარტივი მართკუთხედებით აღნიშნული პარაპეტი ასრულებს. პირველ სართულზე, ფასადის მარცხენა კიდეში სადარბაზო კარია გაჭრილი, ხოლო დაახლოებით შუა ნაწილში შიდა ეზოში შესასვლელი ღიობი. ფასადის მარჯვენა მონაკვეთს ორი დიდი ვიტრინა იკავებს. აქ უწინ ფოტო ატელიე ყოფილა გახსნილი. სადარბაზოში რიკულებით შემკული ხის კიბე იყო მოთავსებული. რიკულებიანი მოაჯირი ეხლა მორღვეულია. შიდა ეზოსაკენ ვიწრო და გრძელი ტალანი მიემართება. თვითონ ეზო პატარაა, შესაბამისად, სახლის ამ მხარეს მიმართული ფასადებიც მცირე ზომისაა. ფასადის I სართული აგურითაა ამოშენებული და შელესილია, ხოლო მეორე სართულზე ხის აჟურული აივნით იხსნება, რომელიც არქიტექტურულად ღირებულ ელემენტს წარმოადგენს. სახლი N3 მხატვრული თვალსაზრისით ღირებულ ნიმუშს წარმოადგენს. მისი არქიტექტურული ელემენეტებით ზომიერად გაფორმებული ფასადი თავისი ეპოქის ტიპიური მაგალითია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3701
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბესაძე გიას ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80308098
Y: 41.6927818