CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3482
ObjectID: 3482
ID: 3482
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა ორსართულიანია და გვიანდელი გადაკეთებების მიუხედავად, შენარჩუნებული აქვს აუთენტურობა. ცენტრალური ფასადის პირველ სართულს უმთავრესად სადა მართკუთხა გარშემოწერილობის ფანჯრებისა და კარებების ღიობები ანაწევრებს. მარჯვენა კიდის მონაკვეთი ძლიერაა სახეცვლილი, ამჯერად აქ რკინის კარი და მცირე ზომის, კვადრატს მიახლოებული სარკმელია განთავსებული. შემდგომი ექვსი ღიობიდან ერთია კარი, ამასთან, შენობაში შესასვლელი მთავარი კარი, რომელიც ამჟამად გაუქმებულია და მისკენ მიმავალი ორი ან სამსაფეხურიანი კიბეც მოშლილია. ცენტრალური ფასადის მარცხენა განაპირა მხარეს, განთავსებულია ერთი ფანჯარა და მოხაზულია კარის ზომის მაღალი, ვერტიკალზე ორიენტირებული მართკუთხედი პროფილირებული მოჩარჩოების საშუალებით. ეს დეტალი ე.წ. ყრუ კარის ასოციაციას ბადებს, რასაც მხატვრულ-სიმეტრიული დატვირთვა შეიძლება ქონოდა. მეორე სართულიც სრულადაა დანაწევრებული ფანჯრებისა და კიბეების ღიობებით, თუმცა აქ ფიგურირებს ისეთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული დეტაილი, როგორიცაა დიდი, მართკუთხა, გადმოკიდებული ხის აივანი, რომელიც მეორე სართულის არეს პრაქტიკულად სრულად ფარავს. წახნაგოვანი ხის შვიდი სვეტით შემკულ აივანს ხის ჭვირული ორნამენტის მოაჯირები, კაპიტელების კიდეებში, ასევე ჭვირული მაქმანისებური ორნამენტები და დეკორირებული კარნიზის ზოლი ქმნის. სართულებსშორისი არე ასევე პროფილირებული შვერილი მხატვრული დეტალით აღინიშნება. სარკმელების თავზე სოლისებური დეტალები, ნაგებობის კიდეებში პილასტრების ტიპის დაბალი შვერილები მთელს სიგრძეზე, სარკმელების ძირში კედლის არეზე ჩაზნექილი მართკუთხედები, შუაში ჩახაზული წრიული მოტივით და პირველი სართულის ყველა ღიობის თავზე განთავსებული სწორხაზოვანი სანდრიკები, ნაგებობის იერში ფსევდო-კალსიცისტური ელემენტების არსებობაზე მიუთითებს. მეორე სართულის შემკულობის მთავარი მახასიათებლები კა ძველი თბილისური სახლისთვის ჩვეულ ელემენტებს ააშკარავებს, მსგავსი სინთეზი ბუნებრივია შეუძლებელია ეკლექტური არ იყოს, თუმცა სწორედ მსგავსი სინთეზური ხასიათი მხატვრულ-დეკორაციული ელემენტებისა განაპირობებს ამ ნაგებობის მაღალმხატვრულ ღირებულებასაც, რადგან უპირველეს ყოვლისა ეპოქალურ ძიებებსა და მახასიათებლებზე მიუთითებს. ნაგებობის მარჯვენა გვერდითა ფასადი სრულად სადაა. ამჟამად მასზე ნალესობის ჩამოშლის კავლი აღინიშნება და აგურის ფენა ჩანს ფრაგმენტულად. მარცხენა გვერდითა ფასადი კი ორივე სართულის დონეზე თითო-თითო ფანჯრითაა დანაწევრებული, ამასთან ამჟამად შენობაში შესასვლელი ცენტრალური კარიც სწორედ აქედანაა განთავსებული. თუმცა მისი დანახვა ქუჩის მხრიდან შეუძლებელია, რადგან დიდი მასიური ღობე და ჭიშკარი ფარავს. ამ ღობის საშუალებით ნაგებობას გვერდითა მხრიდან მცირე, წაგრძელებული ზომის ეზო უკეთდება, რომლიდანაც შენობის მეორე სართულის დონეზე არსებული, ერთიანი გრძივი მინაშენი ჩანს. შენობის ცენტრალურ კორპუსს ორფერდა სახურავი ხურავს, სადაც ძველი ხის კონსტრუქცია ნაწილობრივ შენარჩუნებულია, წინა მხარეს კი პარაპეტის არე დაუყვება, რის გამოც გადახურვის კონსტრუქციის ფრაგმენტულად მოხილვა მხოლოდ გვერდიდან შეიძლება. ნალესობის ფენა მნიშვნელოვნადაა დაზიანებული მთავარი ფასადის მხრიდანაც, თუმცა აშკარაა, რომ მისი დიდი ნაწილი სარემონტო სამუშაოებმაც იმსხვერპლა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4456
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გრიშაშვილი იოსების ქ./25
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81344371
Y: 41.6872917