CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3476
ObjectID: 3476
ID: 3476
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ე.წ. ქართული აგურით ნაგები ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთავარი ფასადით აბესაძის ქუჩაზე გამოდის, ხოლო ძირითადი კორპუსით ქუჩის სიღრმეში ვითარდება. საფასადე კედელი ყვითლადაა დაფერილი, საღებავი და ნალესობა აქა-იქ აყრილია, რის გამოც აგურის წყობა მოჩანს. ფასადზე მთავარ დეკორატიულ მახვილს მეორე სართულზე გადმოკიდებული ხის აივანი ქმნის. აივნის დორიულ სვეტებსშუა სივრცეებს რიკულები ავსებს. აივნის უკან, კედლის სიბრტყე სწორკუთხა ფანჯრების უწყვეტი რიგით ნაწევრდება. ფანჯრებს ზედა ნაწილებში ნახევარწრიული თაღები ასრულებს, რომლებიც ერთმანეთს ნალესობაში გამოყვანილი სარტყლებით უკავშირდებიან. პირველი სართულის არეს ორი კარი და სამი ფანჯარა ანაწევრებს. სადარბაზო შესასვლელი სახლის მარჯვენა ფასადზეცაა გაჭრილი. შენობის ირეგულარული გეგმარების მქონე ეზო, რომელიც ქუჩისგან აგურის ზღუდითაა მოსაზღვრული დიდ ფართობს იკავებს. სახლი მის მხარეს ორივე სართულზე ჭვირული, რიკულებიანი და ყრუდ შეფიცრული აივნებით იხსნება. მათკენ გარედან მიდგმული ხის კიბეები მიემართება. აივნები ცალკეულ ნაწილებში (ძირითადად პირველ სართულზე) შემინულია. კაპიტელებით დასრულებულ წახნაგოვან სვეტებს ზედა ნაწილებში ორივე მხრიდან ჭვირული “ფარდები” აქვს მიკრული. სვეტებს კუწუბებიანი ფრიზით შემკული არქიტრავი ასრულებს. შენობა ქუჩის მხარეს მიმართული საპარადო ფასადითა და შიდა ეზოს გარს შემოვლებული მოხარატებული აივნებით თავისი ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3700
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბესაძე გიას ქ./21
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის შუახანა.
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80371272
Y: 41.69146834