CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3475
ObjectID: 3475
ID: 3475
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: რთული გეგმის მქონე სახლი, რომელიც მჭიდრო განაშენიანებაშია ჩართული აგურით ნაგები ორსართულიანი შენობაა. ერთი მხრიდან მას ლერმონტოვის ქუჩაზე განლაგებული სახლები ებჯინება. შენობის ერთი ფრთა ღრმად ვითარდება საკუთარ სწორკუთხა ფორმის ფართო ეზოში. ეს ფრთა ბოლოს ტეხილს აკეთებს და ვიწრო და მოურთავი ფასადით კუფტინის I ჩიხში გადის. ამავე ჩიხის ბოლოში მოთავსებულია რკინის ჭიშკარი, რომლის მეშვეობითაც ვხვდებით ეზოში. ფასადები ეზოსკენაა მიმართული, მათგან მთავარი ფასადი კუფტინის ვიწრო ჩიხიდან ნახევრად მოჩანს. იგი მართალია სახეცვლილია, თუმცა მისი თავდაპირველი სახის ამოკითხვა შესაძლებელია. დღეს მთლიანად შუშაბანდად გადაკეთებული სალათისფრად შეღებილი ფასადი ოდესღაც დიდი მრგვალი სვეტებითა და მათ შორის მოქცეული რიკულებიანი მოაჯირით შემკული ხის აივნებით იხსნებოდა. სვეტები და რიკულები ახლაც არის შემორჩენილი ზედა სართულზე. ფასადის მარცხენა კიდურა ნაწილში შენობის ტანში მოთავსებულია ვიწრო გვირაბი, რომელიც აკავშირებს ერთ ეზოს მეორესთან. მარჯვენა ნაწილში კი მოგვიანებით მიუშენებიათ მცირე ოთახი. ეზოსკენ მიმართული დანარჩენი ფასადებიც როგორც ჩანს აივნებით იხსნებოდა ახლა კი ნაწილობრივ ამოშენებული და შელესილია, ხოლო ნაწილობრივ შუშაბანდადაა გადაკეთებული. ერთ ნაწილში კი (იქ სადაც მახვილი კუთხე იქმნება) მოგვიანებით დაუშენებიათ მესამე სართული, რომელიც აივნით იხსნება. სახლი არქიტექტურული თვალსაზრისით საინტერესოა და მხატვრულად ღირებულ ნიმუშს წარმოადგენს.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: დადიანი შალვას ქ./16
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის დასასრული.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80259975
Y: 41.6915332