CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3473
ObjectID: 3473
ID: 3473
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი (ყარამ მდივნის ყოფილი სასახლე)
Description: ე. წ. ქართული აგურით ნაგები ორსართულიანი შენობა ლ.ასათიანისა და შ.დადიანის ქუჩების გადაკვეთაზე დგას. შენობა მოკლე ფასადით ამ უკანასკნელის მხარეს გადის. ფასადი შელესილია და მოვარდისფროდაა დაფერილი. ნალესობა ჰრიზონტალურადაა დაღარული. I სართულის მონაკვეთი ნახევარსარდაფის სიმაღლისაა. აღმავალი ნესტის გამო ნალესობაზე ფერი აყრილი და გაშავებულია. I სართულის მონაკვეთში მშვილდა თაღებით დასრულებული ფანჯრის ღიობები და ორი კარი გამოდის (ერთ-ერთი ამოქოლილია). II სართული ორი თაღოვანი ფანჯრით ნაწევრდება. ფანჯრის ღიობებს გარს თეთრად დაფერილი პროფილირებული სარტყელები ევლება. შენობის მთავარ დეკორატიულ მახვილს ხის აივანი (ნაწილი შემინულია) წარმოადგენს, რომელიც მრგვლად შემოწერს სახლის ორი ქუჩის გადაკვეთაზე გამავალ მონაკვეთს. გრეხილსვეტებიანი, დიდი ოსტატობით შესრულებული აჟურით შემკული აივანი I სართულის კედელში შესმულ მოდულიონებს ეყრდნობა. აივნის კარნიზს ლითონის აჟურული, ხოლო კონსოლს გოფრირებული სარტყლები გაუყვება. სახლი ლ.ასათიანის ქუჩაზე ორი მოკლე ფასადით გადის, რომელთა შორისაც ეზოა მოწყობილი. მას შენობა სამი მხრიდან შემოწერს. ეზო ქუჩისგან ე.წ. ქართული აგურით ამოყვანილი ზღუდით შემოიფარგლება. ზღუდის მარჯვენა მონაკვეთში ხის ალაყაფის კარია მოწყობილი. მარცხენა ფასადი შ.დადიანის ქუჩის ფასადის იდენტურია, რაც შეეხება მარჯვენა ფასადს, იგი ოდნავ განსხვავებულად არის გადაწყვეტილი. ფასადი შელესილია, ნალესობაზე კვადრების იმიტაციაა დატანილი და თეთრად არის დაფერილი. სართულებს საპირეშემოვლებული ფანჯრის ღიობები ანაწევრებს. მეორე სართულის მარჯვენა კიდეში ლითონის აჟურული აივანია მოთავსებული. სახლის ეზოს მხარეს მიმართულ ფასადებს თავდაპირველი სახე დაკარგული აქვს. შელესილი კედლის მონაკვეთებში ჩართული შუშაბანდები და ხის სვეტები იმაზე მიუთითებენ, რომ ფასადები ოდესღაც ღია აივნებით უნდა ყოფილიყო შემკული, თუმცა მათ მხატვრულ სახეზე დღეს აღარაფრის თქმა შეგვიძლია. სახლი #34/17 მაღალმხატვრული ღირებულების მატარებელია. იგი ერთ-ერთ უძველეს საცხოვრებელ ნიმუშს წარმოადგენს მიმდებარე ტერიტორიის ფარგლებში, ამდენად მისი ისტორიული ღირებულებაც უდაოა.
ძეგლის 2020 წ. რეაბილიტაციის დროს გამოჩნდა ძველი ფენები, რომელმაც ცხადყო, რომ სახლი წარმოადგენს მე-17 ს. თბილისის ციხის ერთ-ერთ ბურჯზე (ის ნაწილი, რომელიც ახლა კუთხის ნაწილია და მრგვალია) მე-18 საუკუნეში დაშენებულ სახლს, რომელსაც მე-19 ს. შუა ხანებში ძირითადი ცვლილებები განუცდია. ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით, მანანა სურამელაშვილის მოსაზრებით სახლი უნდა წამოადგენდეს ერეკლე მეფის კარის ერთ-ერთი მოხელის ყარამ მდივნის სასახლეს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4119
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: დადიანი შალვას ქ./34.ასათიანი ლადოს ქ./17
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-18-19 ს-ის შუა ხანა
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80244838
Y: 41.68981903