CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3472
ObjectID: 3472
ID: 3472
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მოკრძალებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც ორი ქუჩის კუთხეშია აღმართული, ხუროთმოძღვრული ელემენტებით სადად არის შემკული. ნ. სულხანიშვილის ქუჩის მიმყოლად განლაგებული ფასადი ასიმეტრიულია. მასზე ხის დიდი ზომის აივანია მოქცეული. აივნის სურათს აჟურული ხის დეტალები, მათ შორის კონსოლები, უბრალო მოაჯირი და წრიული გეგმარების მქონე სვეტები ქმნის. შენობის მარჯვენა ნაწილზე ორი რკინის, მართკუთხა გეგმის მქონე, რკინის სადა, მსუბუქი ცხაურით შემოსაზღვრული მცირე ზომის აივნებია შეკიდული. ხოლო, ფასადის მარცხენა ნაწილს, მესამე სართული ერთვის. ათონელის ქუჩის მიმყოლი ვიწრო ფლიგელი სამი სართულისაა. მას, ქუჩის პარალელურად მოწყობილი, მესამე სართულის ხის გადახურული კიბე და მის ქვეშ, ეზოს შემომსაზღვრელი კედელი ერთვის, რომელიც შენობას ებჯინება და ერთიანი კარნიზი გასდევს. კედელში ეზოში შესასვლელი ჭიშკარია მოქცეული. შენობის ორივე ფასადი ერთმანეთის ანალოგიურად ძალზე სადად, სარკმლის უბრალო საპირეებითა და კარნიზით არის გაფორმებული. აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ეზოსკენა ფასადს ხის წრიული გეგმარების სვეტებით შემკული აივანი გასდევს. აღწერილი შენობის ორივე ქუჩისაკენ მიმართული ფასადი არასწორხაზოვანია. შენობის სილუეტი, ათონელის ქუჩის მხარეს, კიბის დამრეცი მოხაზულობის გამო არასწორკუთხოვანია, ნ. სულხანიშვილის ქუჩის მხარეს, შენობის სურათს შენობის სხვადასხვა სიმაღლის სეგმენტები ქმნის. ეს ყოველივე საცხოვრებელ სახლს საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის. უბრალო ფასადის მქონე შენობას მთავარ ფასადზე მოქცეული ხუროთმოძღვრული დომინანტი, ხის აივანი პომპეზურობის ელფერს სძენს. შენობა, როგორც ეზოს, ასევე ქუჩის მხარეს ტრადიციული თბილისური სახლის იერის შემცველია, რასაც რკინის ორნამენტირებული აივნები უპირისპირდება. აღწერილი საცხოვრებელი სახლი მის გაყოლებაზე განლაგებულ ნაგებობებთან ერთად ქუჩის საერთო სურათს ქმნის, მის მხატვრულ სახესა და სილუეტს განსაზღვრავს, რაც მის მნიშვნელობას ერთი-ორად ზრდის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4887
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ათონელის ქ./12.სულხანიშვილის ქ./15
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80475502
Y: 41.69751818