CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3471
ObjectID: 3471
ID: 3471
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობის მოცულობა სივრცეში N-ს წააგავს. სართულების ფართი სიმაღლის მატებასთან ერთად იზრდება და იგი ტერასულად ვითარდება. სახლი კოშკური საცხოვრებლის ტიპს ეკუთვნის, რომელსაც ბინების ვერტიკალური გეგმარება ახასიათებს, თუმცა მისგან განსხვავებით ყოველ სართულს დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს. აქ გეგმარების ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა გამოხატული - წინ გამოზიდული ნაწილის Iსართულის სათავსი ფასადის მხრიდან ფაქტიურად II სართულის სიმაღლეზეა და ქვეშ სათავდაცვო კოშკებისთვის დამახასიათებელი ჩაკირული სართული აქვს, შესანიშნავი წყობით ამოყვანილი, ენტაზისის მქონე კედლით. ამავე უჯრედს II სართულზე დაკიდული აივანი უკეთდება. მთლიანობაში შენობის ეს ნაწილი სიმაღლისა და სიგანის თანაფარდობითაც წააგავს კოშკს. კარისა და ფანჯრის ღიობები სწორკუთხაა. სახლი მთლიანად აშენებულია ძველი, კვადრატული აგურით, აივნები და შუშაბანდები ხისაა. კედლები აგურის რეგულარული რიგებითაა ამოყვანილი. საყურადღებოა გვერდითი კედლის წყობა საერთო ეზოსკენ; აქ ხის კოჭებით მართკუთხა სიბრტყეებადაა დაყოფილი კედელი. აქვე ვერტიკალურად და ბრტყლად დადებული აგურებით დიდ სიბრტყეებზე ბადისებური წყობაა შედგენილი, მის ზემოთ ალმაცერად ჩალაგებული აგურის ზოლით. ამავე კედლის გაგრძელება კლდისკენ ახალი მასალით და უხარისხო წყობით არის შესრულებული. დაკიდული აივნის სვეტები სწორკუთხაა, მოაჯირი ყრუდ შეფიცრული. ფიცრისაა აივნის ძირი, მიუხედავად დიდი ნაშვერისა მას კონსოლები არა აქვს. კიბე ხისაა, პარალელურ ძელაკებიანი მოაჯირით. ოთახებში არის ღრმა ნიშები და განჯინები. სახლს აქვს ორი ეზო, ერთი საერთო ღია ეზო, რომელიც აგურითაა მოგებული. მეორე ეზო შემოსაზღვრულია სამხრეთით სოლოლაკის მთის ფერდით და ბეთლემის ეკლესიის მხრიდან - ნაშენი კედლით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3940
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბეთლემის აღმ./16ბ
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80422676
Y: 41.68901498