ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3470
ObjectID: 3470
ID: 3470
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე მდებარე ე.წ. რუსული აგურით ნაგები ორსართულიანი შენობა სარდაფით, ახოსპირელის ქუჩისა და ახოსპირელის III ჩიხის შეყრის ადგილას დგას. ფასადები უხვადაა მორთული პლასტიკურად ნაძერწი სამკაულით. საფასადო სიბრტყე შელესილია და ყვითლადაა დაფერილი, შემამკობელი არქიტექტურული ელემენტები კი თეთრია. მთავარი ფასადი ქუჩისკენაა მიქცეული. სართულებს ერთმანეთისაგან პროფილირებული სარტყელი მიჯნავს. პირველ სართულზე თაღოვანი, ხოლო მეორეზე სწორკუთხა ფორმის საპირეშემოვლებული ფანჯრებია ჩარიგებული. მათ პლასტიკურად ნაძერწი საჭექი ქვა და ქვემოთ გეომეტრიული ელემენტები ამკობთ. ამ უკანასკნელთა ზედაპირი მეორე სართულზე ნაძერწი სამკაულით არის მორთული. მთელ ფასადზე შუაკედლისები რიტმულად ნაწევრდება ჰორიზონტალური ღარების მეშვეობით. ამასთან მეორე სართულის ფანჯრებს შორის ზედა ნაწილში რთულად პროფილირებული სარტყლები გადის. შენობის კარნიზსა და მათ შორის კი პლასტიკურად ნაძერწი ელემენტებია მოთავსებული. ამავე სართულზე დაახლოებით შუა მონაკვეთში ლითონის აჟურულ მოაჯირიანი შეკიდული, გრძელი აივანი გამოდის. მისი კუთხეები მომრგვალებულია. პირველ სართულზე მარცხენა კიდურა ნაწილში მაღალ თაღში არის ხის სადარბაზო კარი, რომელსაც აჟურული ცხაურები აქვს. ფასადის ამ და მარჯვენა პატარა მონაკვეთს კარნიზის ზემოთ მრუდხაზოვანი ატიკი აგვირგვინებს. შენობის მახვილი კუთხე სამი მცირე წახნაგის მეშვეობით ოდნავ მომრგვალებულია. მას გუმბათური გადახურვა აქვს. გუმბათი რომბის ფორმის ლითონის ფურცლებითაა დაფარული. ორივე სართულში გაჭრილია ვიწრო სწორკუთხა ფანჯრები, რომელთაც ფასადის სხვა ფანჯრების იდენტური მორთულობა აქვთ. ზედა სართულზე შუა ფანჯრის ქვემოთ მოთავსებულ სწორკუთხა ელემენტზე პლასტიკური სამკაულის ნაცვლად რელიეფური ციფრებია (1904) მოთავსებული. ახოსპირელის III ჩიხის მხარეს გამავალი ფასადი მთავარი ფასადის თითქმის იდენტურადაა მორთული, მაგრამ შედარებით მარტივია. ფასადის მარჯვენა კიდურა მონაკვეთში არის ლითონის გვიანი ჭიშკარი. ამავე ჩიხის მხარესაა მიმართული შენობის ეზოს ფასადი, რომლის წინ გალავნით მოზღუდული მცირე ეზოა. გალავანშივეა ჩართული გვიანი ალაყაფის კარი. ფასადს ახლა დაკარგული აქვს პირვანდელი სახე. ახლა იგი შუშაბანდებით იხსნება. შენობას მინიჭებული აქვს ძეგლის სტატუსი. ის მხატვრულ-ისტორიული თვალსაზრისით გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს და მისი შენარჩუნება აუცილებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3883
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ახოსპირელი ბეგლარის ქ./3.ახოსპირელი ბეგლარის III ჩიხი/1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1904 წელი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80347685
Y: 41.69053086