CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3467
ObjectID: 3467
ID: 3467
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი დავით აღმაშენებლის #114-ში მდებარეობს. მისი ფასადები ქუჩის მხარეს არ გამოდის. შენობა ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოაგდნეს მხატვრულ-არქიტექტურული თვალსაზრისით. ნაგებობა ორსართულიანია სარდაფით. სარდაფის სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრია. შენობის ფასადი მიშენებების გამო ძლიერ დამახინჯებულია, მხოლოდ ნაწილობრივაა შემორჩენილი თავდაპირველი სახე. მისი დეკორი სადაა და კლასიცისტური სტილით ხასიათდება. სწორკუთხა ფორმის ღიობები რუსტირებული პილასტრებითა და ხაზოვან-გეომეტრიზირებული დეკორითაა შემკული. აღსანიშნავია შენობის სადარბაზო, სადაც დღემდე შემორჩენილია ხის კიბეები ხისავე მოაჯირით. მეორე სართულის დერეფანში ჯერ კიდევ არსებობს კედლის ბუხარი. (ნაგებობა, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი ამბობს, 1894 წელსაა აგებული. ასეთი სამშენებლო წარწერა მას ბუხრის დემონტაჟის დროს უპოვია 1970-იან წლებში).
ამჟამად ნაგებობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია; თითქმის მთლიანად დაბზარულია ვერტიკალური გამჭოლი ბზარებით. შენობა მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა, მისი დაცვა და შენარჩუნება აუცილებელია.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./114
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79508181
Y: 41.71100723