ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3465
ObjectID: 3465
ID: 3465
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა სამსართულიანია, აქვს ეზო, რომელიც ნაგებობის წინაა განთავსებული და ლითონის ცხაურებიანი ღობე, რომელიც ვიზუალურად განასრულებს და ამთლიანებს მის იერს. ნაგებობის ცენტრალური ფასადის ზედა ორი სართული მთლიანად ხის შუშაბანდებითაა შექმნილი. აქ უხვადაა გამოყენებული ზედაპირის ვერტიკალური დანაწევრების პრინციპი ფანჯრების დიდი მონაკვეთების მიხედვით, ასევე ჭვირული ორნამენტით შექმნილი მოაჯირები და მეორე და მესამე სართულების ურთიერთგამყოფი ზოლი შემკული მარტივი ორნამენტით. ანალოგიური მოტივი მარაოსებური ფრაგმენტების და პატარა კრონშტაინების მონაცვლეობისა მეორდება კარნაზის გასწვრივაც. შენობის პირველი სართული ბევრად უფრო სადაა. მსგავსი ფანჯრის არეების მონაცვლეობის მიუხედავად, აქ, პრაქტიკულად, არ ფიგურირებს რაიმე სახის მხატვრული დეტალი, მეტია კარის ღიობები რაც ლოგიკურიცაა და სიმაღლით თვალში საცემად დაბალია დანარჩენ სართულებთან შედარებით. შენობას ამშვენებს გარედან აღმართული ზიგზაგისებური ფორმის მნიშვნელოვნად გამოზიდული ფასადის არიდან კიბე, რომელიც გადახურულია და უხვადაა ასევე შემკული რიკულებიანი მოაჯირებით. შენობის გვერდითა ფასადი, ირგვლივის ქუჩის მხრიდან ძალიან სადა და უჩვეულოდ მცირე ზომისაა. რადგან ნაგებობა აღმართზეა განთავსებული ის ლანდშაფტთან მისადაგების პრინციპს ემორჩილება და შესაბამისად სხვადასხვა მხრიდან მისი სიმაღლეც განსხვავებულია. ამ გვერდითა ფასადზე არც ერთი ღიობი, არც კარის არც ფანჯრის არ აღინიშნება. უკანა მხრიდან შენობა ერთსართულიანია და რამდენიმე ფანჯრის ღიობითაა დანაწევრებული. ნაგებობის ამჟამინდელი მდგომარეობა რესტავრაციის შედეგია, ის სრულადაა რეაბილიტირებული. შენობის მხატვრულ-დეკორაციულ სისტემაში შეტანილია ფერიც და ნაგებობა ძირითადად მოცისფრო-მოყვითალო ტონებშია შეფერილი, რაც განსაკუთრებულ ელფერს მატებს მის იერს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4854
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სამღებროს ქ./15
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80965897
Y: 41.68893416