ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3459
ObjectID: 3459
ID: 3459
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ორსართულიანი შენობა, რომლის სამშენებლო მასალადაც გამოყენებულია აგური და გადახურულია თუნუქით, გეგმაში რუსული "პ"- ფორმისაა. ნაგებობის ორი მკლავი მთავარ ქუჩაზე გამოდის და მორთულია დეკორაციული ელემენტებით. გეგმის ამ ორი შვერილის გაგრძელებაზე მოცემულია მოაჯირი, რომელიც ქუჩას შიდა ეზოსგან აცალკევებს, ხოლო, მასში გაჭრილი კარი მაკავშირებელია. შიდა ეზოში მოცემულია ხის შუშაბანდების სტუქტურის ერთიანი ბმა. ის თავისთავად, გაფორმებულია მხატვრული საშუალებებით, თუმცა მაინც მწირად. გვხვდება სვეტები, რომლებიც ჩართულია შუშაბანდის ერთიან ქსოვილში და კარნიზი, რომლის გამაფორმებლადაც კოჭების მართკუთხა შვერილები წარმოგვიდგება. მთავარ ქუჩაზე გამომავალი ძეგლის ორი კიდურა ნაწილი, რომლებიც საფასადო მნიშვნელობას ატარებს, გამოირჩევა კიდეც, მაღალ-მხატვრული დონითა და შესრულების მაღალი ოსტატობით. ამათგან, მარცხენა ნაწილი ძალზე დაზიანებულია და მისი თითქმის, ერთი-მესამედი ჩამოშლიალია. მიუხედავად ამისა, მხატვრულ-დეკორაციული ელემენტები და მათი საერთო სახე მაინც შენარჩუნებულია. ვინაიდან, საფასადო საერთო კომპოზიციის ორივე ნაწილი ერთი და იმავე სახითაა გადაწყვეტილი, მარჯვნივ არსებულ, უკეთესად შემორჩენილ ნაწილს განვიხილავ. აქვე დავსძენ, რომ შენობის ორივე, ეს ნაწილი სარკისებური პრინციპითაა გადაწყვეტილი და ერთმანეთს ზედმიწევნით იმეორებს. პირველი სართულის ეზოს მხარის ნაწილი ეთმობა კარს, რომელიც ორსავ მხარეს ერთნაირია და თავდაპირველი უნდა იყოს. ხის კარი გაფორმებულია რკინის მოჩუქურთმებული და წნული დეტალებით. კარის თავზე მოცემულია მცირე პლასტიკის მოტივი, თაბაშირში გამოყვანილი ფიგურის თავი. კარის ნაწილს თავისი რკინის, მცირე ზომის გადახურვა აკრავს. ამავე სართულზე, შენობაში შესასვლელი კარის გვერდით მოცემულია ორი, მარტივი მოყვანილობის, მართკუთხა ფორმის სარკმელი, რომლებიც სათაურის ნაწილში ასევე, თაბაშირში გამოყანილი დეკორაციული დეტალებითაა გაფორმებული. ასეთი გადაწყვეტა მეორდება შენობის ორსავ მხარეს. მკვეთრად განსხვავებული და უხვად დეკორირებულია შენობის მეორე სართულის ნაწილი, სადაც რკინის, დეკორირებულმოაჯირებიანი აივნებია მოცემული. მეორე სართულის დონეზე ოთხი სარკმელია მოცემული, ერთი უშუალოდ კარის თავზე, ხოლო, სამი ფასადის დარჩენილ ნაწილში. სარკმლების მოყვანილობა პირველი სართულის ანალოგიურია, თუმცა მათი გაფორმება შედარებით, მდიდრულია. მათ თავზე მოცემულია მცირე პლასტიკის ფანტასტიკური ფრინველების გამოსახულებები, ხოლო ამ ყველაფერს აჩარჩოებს, ბოლოებგადმონაკეცი თავსართი, რომლის საყრდენებიც პროფილირებული და დეკორირებულია. საფასადო კომპოზიციას ვერტიკალურად დაუყვება რამდენიმე პილასტრი, რომელთა კაპიტელებიც ასევე დეკორაციული ელემენტებითაა გაფორმებული. ნაგებობას ასრულებს საფეხურებიანი კარნიზი და მის თავზე არსებული პარაპეტი. შენობის ორ კიდურა ნაწილში, პარაპეტების თავზე მოცემულია მართკუთხა შვერილობა, რომელშიც ჩასმულია მცირე პლასტიკის და დეკორის ელემენტები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4451
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Address: იორის ქ./7
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81174408
Y: 41.69463878