CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3458
ObjectID: 3458
ID: 3458
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: წარმოადგენს მოზრდილი მასშტაბის ნაგებობას, რომელიც "პ"- ფორმის შიდა ეზოს დაირთავს უკანა მხრიდან და გადის ანტონ კათალიკოსის ჩიხის მხარეს. მთავარი ფასადი აბესაძის ქუჩაზე ორსართულიანია, მანსარდით. პირველი სართულის შუაში გაჭრილია სადარბაზოს კარის განიერი და მაღალი ღიობი. მის ორივე მხარეს ფასადს სამ-სამი სწორკუთხა მოხაზულობის ფანჯრის ღიობი ანაწევრებს. მეორე სართულზე მორკალური ფორმის თაღიანი ღიობებია, თითო ღიობის გამოტოვებით კი სამი ლითონის მოაჯირიანი აივანი გამოდის. შუა აივანი გვერდითებთან შედარებით განიერია. პირველი სართული რუსტირებით ფორმდება. ღიობები არ არის მოჩარჩოებული, თუმცა ზემოთ აქვს საჭექი ქვის იმიტაცია, გაფორმებლი ქალის თავის გამოსახულებიანი მასკარონით. მეორე სართულის ღიობებს შემოუყვება პროფილირებული მოჩარჩოება, გრეხილი ლილვებით. ღიობის ზემოთ მოჩარჩოებაში ჩასმულია მცენარეული ორნამენტით დაფარული საჭექი ქვა. ფასადის შუაკედლისები გაფორმებულია კანელურებიანი პილასტრებით, რომლებიც სრულდება კორინთული ორდერის კაპიტელებით. ფანჯრის ღიობის ქვემოთ მართკუთხა არეებში ფასკუნჯის გამოსახულებებია ჩასმული. ფასადი სრულდებოდა პროფილირებული კარნიზით, რომელიც ახლა შემორჩენილია მხოლოდ მარჯვენა კუთხეში. კარნიზის ქვეშ, ღიობებს ზემოთ გასდევს ფრიზი, რომელიც გაფორმებულია გირლანდებით. ფასადის შუაში განთავსებული სადარბაზო თითქმის თავდაპირველი სახით არის შემორჩენილი. იატაკზე დაგებულია კერამიკული ფილები, სხვადასხვა ფორმის გამოსახულებებით. სადარბაზოს გვერდითი, გრძივი კედლები დანაწევრებულია კანელურებიანი პილასტრებით, დასრულებული კორინთული კაპიტელებით. ჭერი გაფორმებულია პროფილირებული კარნიზით. სამი საფეხურის ავლის შემდეგ ავდივართ სადარბაზოს მეორე მონაკვეთში, სადაც მოწყობილია მეორე სართულზე ასასვლელი ხის კიბე. აქედანვე გავდივართ აივანზე, რომელიც "პ"-ს ფორმის შიდა ეზოს შემოუყვება. ეზოს მხრიდან ნაგებობა სამსართულიანი, ემატება რა მას ქვედა, დაბალი სართული. ეს, პირველი სართული ამოშენებულია. ხოლო ზედა ორ სართულზე მთელს პერიმეტრს შემოუყვება ხის აივანი, რიკულებიანი მოაჯირით და მრავალწახნაგა სვეტებით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3704
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბესაძე გიას ქ./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80361982
Y: 41.69239834