CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3454
ObjectID: 3454
ID: 3454
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი დიმიტრი უზნაძის ქუჩა #91ა-ში მდებარეობს. ნაგებობა თარიღდება XIX საუკუნის ბოლო პერიოდით. ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს. შენობის ფასადები ქუჩის მხარეს არ გამოდის, თუმცა საკმაოდ დიდი ტერიტორია უკავია. ცნობილია, რომ ნაგებობა ქალთა სემინარიისთვის აიგო. ამჟამად საცხოვრებელია. ნაგებობა თავდაპირველად ორსართულიანი იყო. მესამე სართული და რამოდენიმე მიშენება გვაინდელია. სადრაფი ამჟამად მიწითაა სავსე და დაახლოებით 1 მეტრიც არ არის მისი სიმაღლე, (თუმცა ზოგიერთმა მოსახლემ ამოიღო მიწა და 2 მეტრი სიმაღლის სარდაფები გააკეთა). შენობის გეგმარება ასიმეტრიულია, 2 ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. ფასადებიც შეულესავი აგურისაა და დეკორიც აგურითვეა გამოყვანილი. მნიშვნელოვანია პარაპეტი, სადაც აგურით ჯვრის გამოსახულებებია გამოყვანილი, ასევე პილასტრები, რომლებიც ფასადებზე, ორივე სართულს მიუყვება მთელს სიგრძეზე და თაღები, საიდანაც ეზოდან-ეზოში გადასვლაა შესაძლებელი. ასვე ძალიან მნიშვნელოვანია მთავარი შესასვლელი, რომლის პორტიკი შემკულია კლასიცისტური სტილით, გარშემო ქვით ასევე ქვის ფრონტონიანი გადახურვითა და მეორე სართულზე ქვის იონიური ორდერის სვეტებით. შიდა გეგმარება გადაკეთებულია, თუმცა თავდაპირველი კორიდორული სისტემა ჯერ კიდევ შემორჩენილია. ეზოში ასევე დახვეული ლითონის კიბეა შემორჩენილი. ამჟამად ნაგებობა ძალინ ცუდ მდგომარეობაშია, დანგრევის პირასაა. გამჭოლი ბზარებია განვითარებული კედლებზე და განსაკუთრებით შესასვლელ ნაწილში. მის გვერდით მდებარე ველოტრეკის ნგრევამ კიდევ უფრო გააუარესა შენობის კონსტრუქციული მდგომარეობა. ნაგებობა მაღალმხატვრული არქიტექტურული ღირებულებით გამოირჩევა და მისი დაცვა და შენარჩუნება აუცილებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4969
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: უზნაძე დიმიტრის ქ./91a
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79469945
Y: 41.7114922