CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3452
ObjectID: 3452
ID: 3452
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: შარდენის ქუჩა ზემო კალას უბანში, ვახტანგ გორგასლის მოედანსა და სიონის ქუჩას შორის მდებარეობს. XIX-XX სს-ებში შარდენისა და მის მიმდებარე ქუჩებზე ძირითადად, სავაჭრო რიგები, სახელოსნოები, დუქნები, ქარვასლები იყო განლაგებული. ქუჩა XIX ს-ის ბოლოს ჩამოყალიბდა. ის გადახურული იყო, რის გამოც, მას ბნელი რიგის ქუჩა ერქვა; "დახურულ ბაზარსაც" ეძახდნენ. აქ მდებარეობდა მექვაბეთა რიგი, ფართლეულით მოვაჭრეთა დუქნები და სახელოსნოები. ორსართულიანი შენობა #3 მცირემასშტაბიანია. ფასადი სრულიად სადაა, შელესილია და დაფერილია ცისფრად, ფანჯრების მოჩარჩოება და კარნიზი კი - თეთრად. პირველ სართულზე ერთი, განიერი და მაღალი სწორკუთხა ღიობი გამოდის. მეორე სართულზეც ორი, განიერი, სწორკუთხა მოხაზულობის, სრულიად სადა ფანჯარაა. სართულებს ერთმანეთისგან გამოჰყოფს პროფილირებული კარნიზი. ასეთივე კარნიზი ასრულებს ფასადის მეორე სართულს. კარნიზის ზემოთ პარაპეტია მოწყობილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5094
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: შარდენის ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
InitialFunction: სამრეწველო;
CurrentFunction:
საცხოვრისი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80802662
Y: 41.69055956