CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3447
ObjectID: 3447
ID: 3447
Name: სიონის სამრეკლო
FullName: სიონის სამრეკლო
Description: სიონის ტაძრიდან ათიოდე მ-ით ჩრდილოეთით, დგას სამიარუსიანი სამრეკლო, რომელიც აშენებულია მეფე ალექსანდრე I-ის მიერ, 1425 წელს. XVIII საუკუნეში ის საფუძვლიანად განაახლეს, მაგრამ კვლავ დაზიანდა 1795 წელს, აღა მაჰმად-ხანის შემოსევის დროს. 1947 წელს სამრეკლო შეკეთდა და ხელახლა აშენდა მისი ფანჩატური. შესაბამისი წარწერა დატანილია ფანჩატურის ზედა ნაწილზე.
შენობა შუა საუკუნეების ქართული სამრეკლოების ზოგად სტრუქტურას იმეორებს. მისი ძირითადი კორპუსი, რომელიც მთლიანად აგურით არის ამოყვანილი, ორსართულიანია. პირველი სართული მაღალი, შეისრული თაღებით იხსნება სამხრეთისა და ჩრდილოეთისაკენ. მეორე სართულზე ერთი ოთახია ფანჯრებით დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში. ფასადებიდან გაფორმებულია მხოლოდ სამხრეთისა. მასზე თაღის ზემოთ, აგურის წყობაში გამოსახულია გოლგოთის ჯვარი კვარცხლბეკზე. ის, სიმეტრიულად, ფლანკირებულია რომბული ჩაღრმავებებით გამოყვანილი, ორი ჯვრით. ფასადს გადაკეთების კვალი ატყვია - შუა ჯვრის თავზე განირჩევა ამოქოლილი ღიობის თაღის მოხაზულობა. სამრეკლოს ადგას თლილი ქვის რვაწახნაგა, თაღოვანი ფანჩატური. ყოველი თაღი შემოწერილია დეკორატიული, გრეხილი ლილვების ორი რკალით. გარე თაღები ეფუძნება პატარა იმპოსტებს, რომლებსაც ვერძის თავების სტილიზებული, ჰორელიეფური გამოსახულებების სახე აქვს. სვეტები რვაწახნაგაა, მთლიანად თითო ქვაში ნაკვეთი. მათი კაპიტელების ირიბად ჩაკვეთილი წახნაგები სტალაქტიტური მოტივით არის გაფორმებული. ფანჩატურს აგვირგვინებს პირამიდისებრი სახურავი, რომელიც აგურით არის ამოყვანილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4876
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სიონის ქ./4
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.
ExactDate: 1425 წელი
InitialFunction: ;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>სამრეკლო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8074349
Y: 41.6915471