ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3445
ObjectID: 3445
ID: 3445
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: გეგმით მართკუთხა ფორმის შენობა ორი მხრიდან საზღვრავს სიღრმეში განვითარებულ ეზოს. Eსამსართულიანი შენობა ე. წ. ქართული აგურითაა ნაგები. ქუჩის მხარეს მიმართული ფასადი შელესილი და ახალი შეღებილია უხარისხოდ. დადიანის ქუჩაზე გამავალი გრძელი ფასადი სამსართულიანია. პირველი სართულის ნალესობაზე ღრმა ღარებია დატანილი. ზედა სართულებზე კი ძლივს შესამჩნევი “რუსტიკაა”. საფასადო გაფორმება სიმეტრიულად და ერთფეროვნადაა გადაწყვეტილი. ყოველი სართული ხუთი სწორკუთხა ღიობით ნაწევრდება. პირველი სართულის ფართო ღიობები სამკაულის გარეშეა წარმოდგენილი და ფანჯრები გისოსებითაა აღჭურვილი. პირველი სართულის გაფორმება განსხვავებული იქნებოდა, რასაც მიუთითებს მორკალული “ფრონტონები”, რომლებიც განაპირა ღიობების თავზეა მოთავსებული. მეორე და მესამე სართულებზე ძირითად საფასადო დეკორს შეადგენს შეწყვილებული ნახევარსვეტებისა და პილასტრების მონაცვლეობა. მეორე სართულზე შუა ფანჯარა ფლანკირებულია შეწყვილებული მასიური ნახევარსვეტებით, რომლებსაც კორინთული კაპილეტელები აქვთ. კაპიტელებზე ჩამოყრდნობილია ძლიერ შვერილი სართულშუა სარტყელი. III სართულზე ღიობებს შორის მოთავსებული პილასტრები გრძივი შეღრმავებებითა და წრეებითაა დამუშავებული. შენობის ცენტრი მეორე და მესამე სართულებზე აქცენტირებულია თითო ლითონის აივნით. შენობა სრულდება შემაღლებული სადა პარაპეტით, რომელზეც გარკვეული ინტერვალით დეკორატიული კრონშტაინებია მოთავსებული. ფასადის მარცხენა ნაწილში სადარბაზოში შესასვლელი ღიობია გაჭრილი, სადაც მოთავსებულია ხის კარი.Kსადარბაზოს კიბე გაფორმებულია დეკორატიული ლითონის მოაჯირით. ბოლო სართულზე სადარბაზო შემაღლებული ერდოთი ნათდება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4723
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ნაკაშიძე ილიას ქ./14
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80399215
Y: 41.69598296