{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3442?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3442?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3442?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3442",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3442,
    "ID" : 3442,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "აღნიშნულ ნომერში მდებარე სახლი, რომელიც არქიტექტურული გადაწყვეტით გამორჩეულია ლერმონტოვისა და დადიანის ქუჩების კუთხეში  დგას. შესაბამისად მისი ფასადები ორივე ქუჩაზე გამოდის და თითქმის იდენტურადაა გაწყობილი უხვი სამკაულით. შელესილი ფასადები ორფერადაა დაფერილი-კედლის სიბრტყე, რომელიც ფონს ქმნის მოყვითალო-ოქრასფერია, ხოლო მასზე დადებული არქიტექტურული ელემენტები თეთრი. დადიანის ქუჩაზე გამომავალი ფასადი შედარებით უფრო გრძელია. პროფილირებული სარტყელით გამიჯნულ სართულებს მდიდრულად შემკული ფანჯრების სწორკუთხა ღიობების რიგი ანაწევრებს. ღიობებს საპირე შემოწერთ. ამ უკანასკნელთა  შუა ნაწილში წვრილი კბილანებიანი სარტყელია ჩართული. ასეთივე კბილანებიანი სარტყელი შენობის კარნიზშიც გვხვდება. საპირეები ფასადზე გაყოლებულ  პროფილირებულ სარტყლებს ებჯინება. მათ ქვემოთ ფანჯრების გასწვრივ მოთავსებულია მართკუთხა ფორმის არქიტექტურული ელემენტები, რომელთა ზედაპირი ნაძერწი სამკაულითაა გაფორმებული.  პირველი სართულის საპირეების ცენტრი ქალის ჰორელიეფური გამოსახულებებით აღინიშნება, ხოლო ზედა სართულის ფანჯრების საპირეებს თავზე ახლავთ პროფილირებული სამკუთხა ფორმის ფრონტონები, რომლებიც პლასტიკურად ნაძერწ კრონშტაინებს ებჯინება. ფრონტონებსა და საპირეებს შორის მოქცეული კედლის არე აგრეთვე ნაძერწი გირლანდებითაა შემკული. ფანჯრებს შორის კედლის სიბრტყეს  თანაბარი ინტერვალის დაშორებით  ჰორიზონტალურად გავლებული ღარები ანაწევრებს. ზედა სართულზე ორი შეკიდული ლითონის დეკორატიულ მოაჯირიანი აივანი გამოდის. ერთი ფასადის ცენტრშია მოთავსებული, რომელსაც მხატვრულად დამუშავებული კრონშტაინები ახლავს, ხოლო მეორე მარცხენა კიდურა ნაწილშია და ამჟამად თხელი გოფრირებული ფირფიტითაა გადახურული. ამ უკანასკნელის ქვემოთ არის სადარბაზო კარი, რომელსაც მშვენიერი აჟურული ლითონის წინფრა ახლავს. წინფრა ერთ დეკორატიულ მრგვალ სვეტს ეყრდნობა, მეორე კი ამჟამად აღარ არსებობს. აღსანიშნავია, რომ სადარბაზოს შესასვლელში კარგად არის შემონახული  მხატვრობა. აქ გამოსახულია ოთხი ქალის ალეგორიული ფიგურა, რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს განასახიერებენ. მარცხენა კედელზე  გამოსახულია ზაფხული და გაზაფხული, ხოლო მარჯვენა კედელზე ზამთარი და შემოდგომა. თითოეული ფიგურა ხის თაღოვან მოჩარჩოებაშია მოთავსებული, რომელთა ირგვლივ კედელი გაფორმებულია ხის სხვადასხვა ფორმის არქიტექტურული ელემენტებით. შენობას პლასტიკური სამკაულით მორთული პროფილირებული კარნიზი და პარაპეტი აგვირგვინებს. პარაპეტს სვეტებისა და მათ შორის მოთავსებული რიკულების მონაცვლეობა  ქმნის. ფასადის ცენტრი კი მაღალი  მორთული ატიკითაა აქცენტირებული. სარდაფში ამჟამად მოწყობილია ფეხსაცმლის სალონი. ორიგინალური გადაწყვეტის წყალობით ლერმონტოვის ქუჩის მხრიდან სურათი განსხვავებულია. ამ მხარეს ქუჩის  პირზე გამოდის შენობის  ძირითადი   ფასადი, რომელიც დადიანის ქუჩის ფასადის იდენტურადაა გაფორმებული, ხოლო ქუჩიდან ოდნავ სიღრმეში კი მოჩანს ეზოს ფასადი, რომელიც თავდაპირველად ჭვირულად შემკული აივნებით იხსნებოდა, დღეს კი შუშაბანდადაა ქცეული, თუმცა მოხარატებული მოაჯირები ახლაც შერჩენილია. ფასადის წინ მოთავსებული მცირე ზომის ეზო როგორც ჩანს ქუჩიდან დაბალი გალავნით  იყო მოზღუდული. ეზოში მოხვედრა კი ძირითადი ფასადის მარჯვნივ განთავსებული  ალაყაფის ჭიშკრის მეშვეობით იყო შესაძლებელი, რომელიც დღესაც არის შემორჩენილი და მხატვრულად დამუშავებული ღირებული ცხაური აქვს. გალავნის ნაცვლად ამჟამად ახლად აშენებული მცირე ზომის ერთსართულიანი ცემენტით შელესილი სახლი დგას, რომელიც ამახინჯებს მიმდებარე განაშენიანებას. მის მცირე ნაწილში მაღაზიაა მოწყობილი. შენობა არქიტექტურული თვალსაზრისით საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს და მაღალი ღირებულება აქვს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4111",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "დადიანი შალვას ქ./18",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.802298200000003,
    "Y" : 41.69139998
  }
}