CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3440
ObjectID: 3440
ID: 3440
Name: ხიდი
FullName: თამარის ხიდი
ComplexName: ბოტანიკური ბაღი
Description: თამარის ხიდი გადებულია მდ. წავკისისწყალზე, ჩანჩქერის ხიდიდან დაახლოებით 50 მეტრით აღმა. მისი სიგრძე 7 მეტრია, სიგანე - 1.2 მეტრი, სიმაღლე წყლის ზედაპირიდან - 6.8 მეტრი. ნაშენია ბრტყელი მართკუთხა (ე. წ ქართული) აგურით. საყრდენებში და თაღის შიდა ზედაპირზე აქა-იქ ჩართულია უხეშად დამუშავებული ქვები.
ხიდი თაღოვანია, ერთმალიანი. რადიალურად დალაგებული ბრტყელი აგურებით გამოყვანილი თაღის მრუდი სწორი ნახევარწრე არ არის, ცოტა დაბრეცილია. თაღი ქუსლებით უშუალოდ ებჯინება მდინარის კლდოვან ნაპირებს. ხიდის კედლები თაღის მალის ორ მხარეს საკმაოდ გრძელია და ნაპირებთან არის შეზრდილი. თავსა და ბოლოში ხიდის ხაზი ცალ მხარეს შეტეხილია - ის ფართოვდება და ნაპირებთან პატარა „მოედნები“ აქვს. ამ გაფართოებების ქვეშ კლდოვანი კალაპოტიდან მთელ სიმაღლეზე დამატებითი საყრდენებია ამოყვანილი.
ორივე ნაპირი მდინარის გასწვრივ საყრდენი კედლებით არის ამოშენებული. ამ კედლების ნაწილი ძველია, ნაწილი ხელახლა ამოყვანილი სხვადასხვა დროს. მარცხენა ნაპირზე კედელი საბჭოთა პერიოდში დანგრეული ძველი გალავნის ნაშთებს შეიცავს.
ხიდს აქვს ხის დაბალი მოაჯირი. მის ვერტიკალურ საყრდენებს შორის გადაჯვარედინებული ძელებია ჩადგმული, რომლებიც რომბის ფორმას ქმნიან. საყრდენები დამატებით არის გამაგრებული გარეთ გატანილი ირიბანებით. ხიდზე ბაზალტის ფილებია დაგებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3845
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბოტანიკურის ქ./1
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
ExactDate: მე-17-18 საუკუნეები (1735 წლამდე)
DateRangeFrom: მე-17
DateRangeTo: მე-18
InitialFunction: საგზაო, სატრანსპორტო>>ხიდი (საურმე, საფეხმავლო);
CurrentFunction: საგზაო, სატრანსპორტო>>ხიდი (საურმე, საფეხმავლო);
Classification: არქიტექტურის,საინჟინრო
Accuracy: სწორია
X: 44.80171536
Y: 41.68774665