{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3437?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3437?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3437?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3437",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3437,
    "ID" : 3437,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "აღნიშნულ ნომერში   აგურით ნაგები ორსართულიანი შენობა დგას. იგი მთავარი ფასადით ნიშნიანიძის ქუჩისკენაა მიმართული, მეორე ვიწრო ფასადით კი ვერცხლის შესახვევში გადის. ნიშნიანიძის ქუჩაზე გამავალი ფასადი შელესილია. პირველი სართულის ნალესობა შედარებით ახალია და მასზე რუსტიკის იმიტაციაა დატანილი. ზედა სართულის ნალესობაზე კი შეიმჩნევა დაფერვის კვალი, თუმცა ახლა ფერი გახუნებულია. ბათქაში კი ალაგ-ალაგ აცვენილია და აგურის წყობა ჩანს. Pსართულები ერთმანეთისაგან მარტივად პროფილირებული სარტყელით იმიჯნება.  პირველი სართულის მორთულობა შედარებით სადაა. კედელში ჩარიგებულია საპირეშემოვლებული სწორკუთხა ფორმის ფანჯრები, რომელთა ცენტრი პლასტიკურად ნაძერწი საჭექი ქვებითაა აღნიშნული. ზედა სართული უფრო უხვადაა შემკული. მასში გაჭრილ ფანჯრებს დეკორატიული საპირეები შემოწერთ, რომელთაც პლასტიკურად ნაძერწ კრონშტაინებზე დაბჯენილი პროფილირებული თავსართები ახლავთ. საპირეებსა და თავსართებს შორის მოქცეული კედლის არე კი ნაძერწი სამკაულითაა დაფარული. ასევე Nნაძერწი გირლანდებითაა შემკული ფანჯრების ქვევით მოთავსებული სწორკუთხა ფორმის ელემენტები. ფანჯრებს შორის მოქცეული კედლის არე  კიდურა ნაწილებში გაწყობილია  კანელურებიანი პილასტრებით, რომელთაც კორინთული  კაპიტელები ახლავთ, ხოლო შუა მონაკვეთში კი  კედლის ზედაპირიდან ოდნავ ამოზიდული სწორკუთხა ფორმის არქიტექტურული ელემენტებით. მარჯვენა მონაკვეთში ამავე სართულზე ერთი ლითონის შეკიდული აივანი გამოდის. ფასადი პარაპეტითა და პროფილირებული კარნიზით გვირგვინდება, რომლის ქვეშ ძალზე ვიწრო კბილანებიანი სარტყელი გადის. სახლს მარჯვენა მხრიდან დამოუკიდებელი მინაშენი ებჯინება, რომელშიც სადარბაზოა განთავსებული. მისი  კარი კი ქუჩის პირზე გამოდის. თავად სადარბაზოში მოთავსებულ კიბეებს მხატვრულად ღირებული რიკულებიანი მოაჯირები ახლავთ. როგორც უკვე ითქვა შენობის ერთი ვიწრო ფრთა ფასადით ვერცხლის შესახვევში გადის. კედელი ე.წ. რუსული აგურითაა ამოყვანილი. სართულები პროფილირებული სარტყელით გამოიყოფა. ფასადს აბოლოებს მართკუთხა შეღრმავებებით დამუშავებული პარაპეტი. ასეთივე შეღრმავებები გვხვდება მეორე სართულში გაჭრილი ორი ფანჯრის ქვემოთ. მათი თავი კი ვერტიკალურად ჩალაგებული აგურების წყობითაა აღნიშნული. პირველ სართულში მოთავსებულია რკინის ალაყაფის ჭიშკარი, რომელსაც ჯერ გვირაბში შევყავართ. მისი გავლის შემდეგ კი ვხვდებით მცირე ზომის სწორკუთხა ეზოში. ამ მხრიდან შენობას დაკარგული აქვს პირვანდელი სახე. თავდაპირველად იგი მთლიანად აივნებით იხსნებოდა. ახლა დიდი ნაწილი შემინულია და შუშაბანდს წარმოადგენს. აივანი ნაწილობრივაა შერჩენილი მეორე სართულზე. კიდევ უფრო მცირე მონაკვეთი კი პირველ სართულზე. აღნიშნული აივნები ერთმანეთს შიდა რიკულებიანი ხის კიბის მეშვეობით უკავშირდება. აივნის სვეტებს დღესაც ამკობთ  ჭვირული სამკაული,  მოაჯირები კი მოხარატებულია. არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით შენობა საშუალო  ღირებულების მქონე ნიმუშს წარმოადგენს და დიდწილად მონაწილეობს ქუჩის ისტორიულ-მხატვრული სახის ჩამოყალიბებაში.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4730",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ნაკაშიძე ილიას ქ./4",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.803434209999999,
    "Y" : 41.695824379999998
  }
}