{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3436?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3436?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3436?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3436",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3436,
    "ID" : 3436,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ოთხსართულიანი შენობა, ძველი თბილისური ხასიათის, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტარადიციული თბილისური სახლებისათვის უჩვეულო სიმაღლისაა. ნაგებობის წინა ცენტრალური ფასადი, ბევრად უფრო ვიწრო ნაგებობის შთაბეჭდილებას ტოვებს ვიდრე ის სინამდვილეშია. მას აქვს დატვირთული გევრდითა ფასადები, დანაშენი და ა.შ. პირველი სართული სავაჭრო დანიშნულებისათვისაა გამოყენებული და შესაბამისი გარე დანაწევრებაც აქვს. აქ შუაში მაღალი მართკუთხა კარია გაჭრილი და მის ორივე მხარეს ვიწრო, გრძელი ვიტრინის ტიპის ფანჯარებია. ამ ყოველივეს ტენტი ფარავს და პირველი სართულის ერთიანი სახეც იქმნება. თუმცა ეს კარი შენობის საცხოვრებელ ნაწილში შესასვლელი ბუნებრივია არ არის. ანალოგიური სამნაწილიანი დაყოფა გამოარჩევს ცენტრალური ფასადის მეორე სართულსაც, თუმცა აქ იცვლება საკუთრივ ღიობების ფორმა. ცენტრალური შუა კარი, ისევე როგორც მის გვერდით არსებული შედარებით მცირე ზომის ფანჯრის ღიობები თაღისებური, ნახევარწრიული ფორმისაა და დაკვადრატებული ჩარჩოთია შევსებული, უკვე ამ ნაწილს შენობისას წინ ხის განიერი გადმოკიდებული აივანი აქვს, რომელსაც სადა ხის რიკულებიანი მოაჯირები და ასევე სადა წრიული ფორმის სვეტები ქმნის. თუმცა ეს აივანი მხოლოდ ნაგებობის ცენტრალური ფასადის მხარესაა განთავსებული და მის გვერდითა ფასადებზე აღარ გრძელდება განსხვავებით ნაგებობის დანარჩენი სართულებისაგან. მესამე და მეოთხე სართულები ერთიანი ინტენსივობითაა დანაწევრებული მართკუთხა, ვიწრო მაღალი ფანჯრებითა და ანალოგიური ფორმის კარებებით და აქ უკვე კუთხეს შემოყოლებული ერთიანი აივნების თემაც შემოდის. საკუთრივ აივნის ხასიათი და სტილისტიკა ზუსტად ისეთივეა, როგორიც მეორე სართულის აივანი თუმცა მნიშვნელოვანწილად მატულობს და იზრდება, როგორც მისი ზომები ასევე მასშტაბი. აივნის, როგორც ერთ-ერთი მთავარი სამშვენისის, გამოყენების ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე კი საჭიროა აღინიშნოს, რომ მის ერთგვაროვნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკისრება. ამ დეტალის მსგავსი სიუხვის შემთხვევაში, ყოველი სართულის ახლებურად ინტერპრეტირებული აივანი, ბუნებრივია თვალისმომჭრელ სიჭრელეს გამოიწვევდა. აღნიშნულ მხარეს ნაგებობის თავზე პარაპეტის არე ჩანს. მარჯვენა გვერდითა ფასადის ნაწილი შენობის ამ მხარეს მდგომი გვერდითა ნაგებობასაა მიბჯენილი ნაწილობრივ, თუმცა მისი ნახევარი უკანა მხრიდან თავისუფლად აღიქმება. ეს ნაწილი ნაგებობის გვერდითა ეზოში გადის, შვერილი მინაშენის სახე აქვს და სართულების მიხედვით ვიწრო გრძელი ფანჯრებითაა დანაწევრებული. ამ ფანჯრებს ლითონის ორნამენტებიანი გისოსები ავსებს სრულად. აქ ფუნქციურად ნაგებობის კიბის უჯრედია გამოტანილი და გვერდიდან შეხედვისას, ცოტა არ იყოს კორპუსის ტიპის სახლის შთაბეჭდილებას ტოვებს. აღნიშნული, ოთხი სართულის დონეზე ერთნაირად გრძელდება, მეხუთე სართულს კი უკვე ამ არეში არსებული შემინული დანაშენი ქმნის, რომელსაც ხის რიკულებიანი მოაჯირები შემოუყვება ქვედა არეზე. შენობის ეს ნაწილი დამოუკიდებელი გადახურვის მქონეა და მიბჯენილია ნაგებობის ცენტრალურ კორპუსს, რომელიც უკვე უკანა ბოტანიკურის ქუჩის მხრიდან იკითხება, ორსართულიანი ნაგებობის სახით და პრაქტიკულად არ ჩანს აბანოს ქუჩის მხრიდან. აღნიშნული დანაწევრება მეტად სახილველია შენობის მარცხენა გვერდითა ფასადიდან, სადაც მკაფიოდ ვლინდება რომ აღნიშნული სახლი, ორი დიდი, ურთიერთზე მიბჯენილი ნაწილისაგან შედგება. ეს არის წინა უკვე განხილული ნაწილი და უკანა ექვსი სართულის სიმაღლეზე ამოსული ნაგებობა, რომლის პირველი სართული სარდაფის დონეზეა და რომელიც ერთიანობაში დიდი მონუმენტური შენობის ხასიათს განსაზღვრავს. ამ სიმაღლეების და ზომების ასე მკაფიო გამოაშკარავებას ხელს უშლის ადგილობრივი რელიეფური თავისებურებები, რომლის წყალობითაც ნაგებობის ყველა ნაწილი სხვადასხვა დონეზე სახვადასხვა სიმაღლის მქონედ აღიქმება. და ბოლოს შენობის უკანა ფასადი, უკვე ნახსენები ბოტანიკურის ქუჩის მხრიდან, ან უფრო ზუსტად შენობის უკანა ექვსსართულიანი ნაწილის ის მონაკვეთი, რომელიც ბოტანიკურის ქუჩიდან ჩანს. ნაგებობას აქედან ცალკე შესასვლელი აქვს, რომელთანაც კიბეების მარში ადის და რომლის წინაც აივნისებური პლათფორმა იქმნება და ზედა სართულის სამი ღიობი (აქედან ერთი მარცხენა კიდურა გაუქმებულია), წინ კვლავ გადმოკიდებული აივნით. ამ მხარეს განსხვავებულია მოაჯირის ორნამენტის ნახატი და აივანზე გამოყენებული სვეტების ფორმაც - არა წრიული, არამედ წახნაგოვანია. ხუთი სვეტი და კრონშტაინის ტიპის ოთხი საყრდენი, რომლითაც აღნიშნული აივანი ქვედა სართულს ეყრდნობა, გამოყენებულია კარნიზის მწირი შემკულობა. \nაღნიშნული ნაგებობა აბანოს ქუჩის რეაბილიტაციის დროს სრულადაა აღდგენილი და განახლებული. ამიტომ აქ ძნელია რაიმე აუთენტურობაზე ან ძველის შენარჩუნების მცდელობაზე საუბარი, თუმცა ნიმუშს ძველი სახლებისათვის დამახასიათებელი ელემენტების ახლებურად გააზრება და ახალი ყაიდის შენობებისათვის მორგების თვალსაზრისით ეს ნაგებობა უდაოდ ქმნის.   ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3672",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აბანოს ქ./23",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის შუახანი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;კომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eკვების ობიექტი\u003e\u003eკაფე, ბარი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.810552999999999,
    "Y" : 41.68807675
  }
}