{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3435?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3435?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3435?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3435",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3435,
    "ID" : 3435,
    "Name" : "პროკურატურის შენობა",
    "FullName" : "პროკურატურის შენობა",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "მოცემული შენობა მთავარი ფასადით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამოდის. დანარჩენ შენობებთან შედარებით სახლი ქუჩიდან შეწეულია, მას წინ ბაღი ამშვენებს. შენობის გეგმას ლათინური ასო L-ის ფორმა აქვს. იგი ორსართულიანია, შელესილია და შეღებილი. \nშენობა ორ ნაწილად არის გაყოფილი. ძველი ნაწილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, საცხოვრებელია, მეორე კი, შედარებით ახალი - ოფისია (ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში). იგი სარკისებური ანალოგიაა ძველისა და, დღეის მდგომარეობით, სხვა მისამართით გადის. განსახილევლია მხოლოდ მარცხენა შენობა, რომელიც აღრიცხულია როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. \nმთავარი ფასადი ასიმეტრიულია, აქცენტირებულია მისი მარჯვენა ნაწილი, რომელის ორივე სართულს რიზალიტი აუყვება. პირველ სართულზე, რიზალიტის წინ შეწყვილებულ, წრიული კვეთის, კოლონადაზე დაყრდნობილია მეორე სართულის ვერანდა, რომელსაც ბალუსტრებიანი მოაჯირი აქვს. ვერანდაზე გამოსასვლელ კარს გვერდებში ნახევრწრიული შეწყვილებული პილასტრები ამკობს, სართულის სიმაღლეზე. \nპირველ სართულზე სადარბაზოში შესასვლელი ავთენტური, ხის, ორფრთიანი, ფრამუგიანი კარია. პროფილირებული, ხის დეტალებითა და ლითონის ჭედური ელემენტებით. სადარბაზო სადაა, ხის კიბითა და მოაჯირით. მოაჯირი ლითონის, ჭედურია ხის სახელურით. ასევე აღსანიშნავია მოზაიკური იატაკის დეკორატული გაფორმება (შესასვლელში, ზღურბლზე წერია შALVE) და შუქფარანი. \nმთავარი ფასადის მარცხენა ნაწილი ღიობების რიტმით ნაწევრდება. მისი პირველი სართული რუსტირებული ლესვით არის დამუშავებული. პირველ სართულზე ღიობები მართკუთხაა, პროფილირებული საპირეებით, რომელთაც ცენტრში დეკორატიული საჭექი ქვები აქვთ. მეორე სართულის ღიობებს კი საპირეები (თავსართები) თაღის ცენტრამდე აქვს და პროფილირებული კარნიზებს ეყრდნობა. მათ ცენტრში დეკორატიული საჭექი ქვები აქვთ. თავზე კი რელიეფური ფლორისტული ორნამენტები ამშვენებს. ღიობებს მეორე სართულზე ერთმანეთისგან კანელურებიანი პილასტრები გამოყოფენ, რომელებიც იონური კაპიტელებით სრულდება და თავზე შეწყვილებული კრონშტეინები ადგათ. მთავარი ფასადი პროფილირებული კარნიზით ბოლოვდება, რომელსაც თავზე პარაპეტი ადგას.\nპირველ სართულზე მარცხენა კუთხეში ეზოში გასასვლელი მაღალი გვირაბია, რომელსაც ლითონის უსახური ჭიშკარი აქვს. გვირაბის გავლით შიდა ეზოში გავდივართ. ეზოს ფასადები ძირითადად გადაკეთებულია მოსახლეობის მიერ. აქვს უსახური მიშენებები და დაშენებაც, ეზოს ფასადები ძირითადად თანამედროვე მასალითაა მოპირკეთებული. ეზოს მხრიდან ნახევარსარდაფში ჩასასვლელია. ფლიგელის ბოლოს ხუთსართულიანი მინაშენია (რკ/ბეტონის კონსტრუქცია აგურისა და სამშ. ბლოკის შემავსებელით). \nვიზუალური დათვალიერების შედეგად, სერიოზული კონსტრუქციული დეფორმაციები არ შეინიშნება. გვირაბში რკ/ბეტონის კონსტრუქციაა, სავარაუდოდ გასამაგრებლად მოწყობილი. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი. \nსახლი მთავარი ფასადის დამუშავების გადაწყვეტით და გეგმარების სტრუქტურით წინამძღვრიშვილის ქუჩის განაშენიანების შემადგენელია და მისი მხატვრულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5256",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./162",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : ";",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.794147479999999,
    "Y" : 41.718213650000003
  }
}