{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3432?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3432?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3432?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3432",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3432,
    "ID" : 3432,
    "Name" : "რესტორანი, აბანო",
    "FullName" : "რესტორანი, აბანო",
    "Description" : "ნაგებობას არაერთგვაროვანი სართულებრივი მახასიათებელი გამოარჩევს. მისი ნაწილი ერთსართულიანია, ნაწილი კი - ორართულიანი. შენობის ეს ნაწილები მისი ცენტრალური შესასვლელის ორივე მხარესაა გადანაწილებული. ცენტრალური შესასვლელისაკენ რკალისებური ფორმის კიბეების რიგი მიუყვება და შეასსვლელიც თაღისებურ წყვილად მორკალულ ღიობშია განთავსებული. კარი მართკუთხა ფორმისაა და თავისთავად ჩნდება ტიმპანის დეტალი, რაც ამ შემთხვევაში სადაა და მხოლოდ განსხვავებული შეფერილობის აგურის წყობითაა შევსებული. აღნიშნული შესასვლელიდან მარცხნივ შენობის ცილინდრული ფორმის შვერილი ნაწილია განთავსებული. მას ვიწრო გრძელი სარკმელები ამკობს, რომელთა ორივე მხარეს აგურის შვერილი ზოლები დაუყვება. ამის გამო აღნიშნული ცილინდრისებული მონაკვეთი ოდნავ წახნაგოვან ხასიათს იძენს. შესასვლელი კარის მეორე მხარეს ვიწრო ნიშისებურ თაღედში, შეზნექილ არეში ასევე გრძივი მართკუთხა ფორმის ფანჯრის ღიობია განთავსბული, რასაც ნაგებობის ოდნავ წინ გამოზიდული ერთსართულიანი, სწორი წახნაგოვანი მოხაზულობის მონაკვეთი მოყვება შუა არეზე, ასევე ვიწრო მართკუთხა წყვილადი სარკმელით. \r\nნაგებობის შემდგომი ნაწილი უკვე ორსართულიანია. სტილისტური ზოგადსტილისტური მახასიათებლებით ის დიდად არ განსხვავდება ნაგებობის დანარჩენი ნაწილებისაგან, თუმცა ვიზუალური დინამიკის თვალსაზრისით ბევრად უფრო მწირია. სარკმელებისათვის განკუთვნილი კედლის ზედაპირიდან შეზნექილი არეები, ისევ ვიწრო, გრძივი მართკუთხა ფორმისაა, თუმცა საკუთრივ ფანჯარა ამჯერად უკვე მხოლოდ მის ნახევარს იკავებს და ამ დეტალს გარკვეული მხატვრული ელემენტის დატვირთვა შემოაქვს. ამ სარკმელების ფასადის ზედაპირზე გადანაწილების სქემა ასევე ძალიან თავისებურია - აქ არის სარკმელების სულ ოთხი ჯგუფი, მათგან მხოლოდ ერთშია ორი სარკმელი შეწყვილებული, ყველა დანარჩენში კი სამ-სამი. \r\nნაგებობის გვერდითა ფასადი ძალიან ვიწროა. ის ზიგზაგისებურად არის დატეხილი და მხოლოდ ერთი ფანჯარა მეორე სართულის დონეზე და ერთი კარი პირველ სართულზე ანაწევრებს ამ ზედაპირს. მსგავსი გადაწყვეტა აშკარაა, რომ ლანდშაფტის ფაქტორით იყო განპირობებული. ნაგებობა მის უკან არსებულ კლდის მასივს უნდა მორგებოდა. ამითვე აიხსნება ამ შენობის ბევრი გეგმარებითი ხასიათის თავისებურებებიც. ნაგებობის მხატვრულ-დეკორაციულ მხარეს გარდა მისი ზედაპირის მუდმივად ზიგზაგისებური ცვალებადობისა, საკუთრივ საშენი მასალის წყობისა და შეფერილობის ფაქტორებიც განაპირობებს. ნაგებობა სრულად აგურითაა ნაშენი, თუმცა მის ფენაში ჩატანებულია და მხატვრულადაა გადანაწილებული ბაცი ნაცრისფერი შეფერილობის მოცულობითი ქვები. ასევე ნაგებობის მთელს ქვედა არეს, მისი ორსართულიანი ნაწილის გარდა,  არშიისებურად შემოუყვება კვადრატული მოყვითალო ფილების ერთი გაბმული მწკრივი. ორსართულიან ნაწილზე იგივე მოტივი ინაცვლებს სართულებსშორის არის გაყოლებაზე. დეკორირებუია ასევე კარნიზის არე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შენობის ორსართულიან ნაწილში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გარკვეულ ცვლილებებს ნაგებობის გარე იერზეც უდაოდ იქონიებს.  ",
    "StatusName" : "ობიექტი სტატუსის გარეშე",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აბანოს ქ./2",
    "Period" : "შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.\u003e\u003eგვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.",
    "ExactDate" : "მე-18 საუკუნის შუახანი",
    "InitialFunction" : "\nკომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eკვების ობიექტი\u003e\u003eრესტორანი;კომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eაბანო;",
    "CurrentFunction" : "\nკომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eკვების ობიექტი\u003e\u003eრესტორანი;კომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eაბანო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.811335769999999,
    "Y" : 41.6878344
  }
}