CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3430
ObjectID: 3430
ID: 3430
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ნაგებობა წარმოადგენს გეგმაზე მცირე მასშტაბის სახლს. ქუჩის მხარეს მხოლოს ერთი ფასადი გამოდის. ორსართულიან ფასადს ანაწევრებს სწორკუთხა მოხაზულობის ფანჯრის ღიობები, რომლებსაც პროფილირებული ჩარჩო შემოუყვება და ზემოდან მასკარონები აზის ახალგაზრდა კაცის თავის გამოსახულებით. მეორე სართულის ფანჯრების ქვემოთ, მართკუთხა არეში მცენარეული ორნამენტია ჩასმული ლომის თავის გამოსახულებით. შუაკედლისებს აუყვება პილასტრები, რომლებიც პირველ სართულზე სადაა, ხოლო მეორეზე კანელურებიანი და სრულდება კორინთული ორდერის კაპიტელით. სართულებს ერთმანეთისგან პროფილირებული კარნიზი გამოფყოფს. მეორე სართულზე, ფასადის მარჯვენა მონაკვეთში ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანი გამოდის. პირველ სართულზე კი, მარცხენა კუთხესთან სადარბაზოს ხის კარია ლითონის ცხაურით. ფასადი სრულდება პროფილირებული კარნიზით და პარაპეტით. პარაპეტის ზემოთ, მარჯვენა მონაკვეთში, შეფიცრული, პატარა ფრონტონის არეა. ეზოს მხარეს ნაგებობას გაუყვებოდა შუაშბანდი, თუმცა ახლა იგი მხოლოდ მეორე სართულზეა შემორჩენილი, მოხარატებული მოაჯირით. პირველი სართულის დიდი ნაწილი კი ამოშენებულია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4847
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: საიათნოვას ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის შუახანა.
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80487656
Y: 41.69160422