ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3429
ObjectID: 3429
ID: 3429
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ეს შენობა გეგმაში კუთხისმიერია. ის შიდა ეზოშია განთავსებული და მის წინ არსებულ, გრძივი გეგმარების ნაგებობასთან ერთად შეკრულ, ერთიან შიდა ეზოს ქმნის. ამ ნაგებობის უმეტესი ნაწილი სამსართულიანია. აქ ძნელია კონკრეტულად, ცენტრალურ ფასადზე ისაუბრო, თუმცა, შიდა სივრცის ანტურაჟს სწორედ ამ ნაგებობის გარეგნული იერი ქმნის. ნაგებობაზე აღინიშნება გვიანდელი გადაკეთებების კვალი, რაც ბეტონის კედლის არსებობას გულისხმობს, განსაკუთრებით პირველ სართულზე, სადაც სავარაუდოდ, შემინული შუშაბანდი იყო, თავდაპირველად. არის ასევე სხვადასხვა სართულზე არსებული მცირედი, გაფართოების მიზნით გაკეთებული მართკუთხა, `ბუდისებური~ ფორმის მინაშენებიც. თუმცა, უდავოდ მნიშვნელოვანია ნაგებობის საკუთრივ აუთენტური ნაწილი, რომელიც ცხადჰყოფს, რომ ფასადს ქმნიდა, როგორც შემინული შუშაბანდები, ასევე ღია აივნები, განსაკუთრებით, ზედა სართულებზე. შენობას აქვს რამდენიმე გარე კიბე, მათ შორის მნიშვნელოვანია, მართი ფორმების ურთიერთკვეთის ადგილზე არსებული, ზიგზაგისებური ფორმის დატეხილი კიბე, თავისი გადახურვით. ზედა სართულებზე არსებული სვეტები ინარჩუნებს წრიულ მოხაზულობას და სადა, მცირედ პროფილირებულ კაპიტელებს. მცირე, დეკორაციული დეტალები აღინიშნება ნაგებობის კარნიზის გაყოლებაზეც. აღნიშნული შენობის უკანა ფასადი, ისევე როგორც მარცხენა, გვერდითი ფასადი მომიჯნავე ნაგებობებს ეყრდნობა და ამის გამო, მათზე საუბარი თითქმის, შეუძლებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გორგასალი ვახტანგის ქ./17
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>რესტორანი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81607157
Y: 41.68807556