{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3428?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3428?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3428?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3428",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3428,
    "ID" : 3428,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "ნაგებობა გეგმარებაში ინგლისური \"ლ\"- ის ფორმას იმეორებს და სრულად მისი სართულების რაოდენობა ერთით განისაზღვრება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შენობას აქვს ასევე, ერთი ნახევრადსარდაფული სართული, რომლის სარკმლები ძეგლის საფასადო ნაწილზე გამოდის. ნიადაგის დონებრივი სხვაობის გამო, ნახევრადსარდაფული სართულის საფასადო ნაწილი მეტადაა მიწის ქვეშ მოქცეული, ვიდრე ეს შიდა ეზოს მხრიდან გვხვდება. შენობა ნაგებია აგურით, ხოლო, გადამხურავ მასალად გამოყენებულია თუნუქი. ძეგლის საფასადო ნაწილი შელესილია და ამავე ნალესობაში გამოყვანილია მისი მხატვრული გაფორმების ელემენტები. შენობა კუთხის სახლადაა გადაწყვეტილი და ამდენად, მისი ორი ფასადი თანაბარზომიერად გაფორმებული წარმოგვიდგება. ნალესობა საფასადო კომპოზიციაზე ადგილ-ადგილ მორღვეულია, რაც სრულ სახეს უკარგავს თავისთავად, ისედაც მწირ, მხატვრულ-დეკორაციულ სისტემას. ერთი სართულის სიმაღლეზე, ნახევრად სარდაფული სართულის მცირე ფანჯარათა ზედა ნაწილში, მოცემულია სარკმლების მთელი მწკრივი, ეს ასეა ნაგებობის ორივე მთავარ ფასადზე.  სარკმელთა მოყვანილობა ყველგან მართკუთხა ფორმისაა, მაგრამ ყოველი მათგანის თავზე არსებული ნახევარწრიული თავსართი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს, სარკმლებიც ასეთივე ფორმის იყოს. მასიური შვერილობის, საფეხურებრივი თავსართები ერთმანეთს მცირე, ჰორიზონტალური ბმებით უკავშირდება. დამაკავშირებელი ნაწილები სწორედ ისეთივე მოყვანილობისაა, როგორც თავად ფანჯარათა თავსართები. საფასადო ნაწილებში გვხვდება ერთი კიბის უჯრედიანი ჩასასვლელი მიწისქვედა დონეზე. \r\nშენობას უკანა მხარეს აკრავს ვრცელი შიდა ეზო, რომელშიც  მრავლადაა გადაკეთებისა და რემონტის კვალი. შიდა ეზოს თავდაპირველი სახე დაკარგული აქვს და საფასადო ნაწილთან შედარებით, ბევრადაა სახეცვლილი. მინაშენებმა და გარემონტებულმა ნაწილებმა თითქმის, მთლიანად დაუკარგა შიდა ეზოს ავთენტურობა, მაგრამ შემორჩენილია რამდენიმე ღირებული ნაწილი, რომელთა მიხედვითაც, შესაძლებელია შიდა ეზოს თავდაპირველობის აღდგენა. აქედან, აღსანიშნავია, ხის მასალაში გამოყვანილი ნაგებობის კარნიზის დეკორაციული ნაწილები და რამდენიმე ადგილას შემორჩენილი შუშაბანდის ძველი, მხატვრულად გაფორმებული ელემენტი. გვხვდება სვეტები თავისი კაპიტელებით და შუშაბანდის სტრუქტურაში ჩართული, მთავარი სიბრტყის გამაფორმებელი ნაწილები, რომლებიც ჭვირულ სახეს ატარებს. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5189",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ცუცქირიძე კონსტანტინეს ქ./7.იორის ქ./2",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანი",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.811974640000003,
    "Y" : 41.69495835
  }
}