CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3426
ObjectID: 3426
ID: 3426
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი, სრულიად გამორჩეული გეგმარების მქონე ნაგებობა, რომელსაც ვიწრო მართკუთხა ფორმის შიდა ეზო აქვს. ამ ეზოს, სამი მხრიდან შენობის ძირითადი კორპუსი შემოსაზღვრავს, თუმცა ნაგებობის ეს ნაწილები იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან განთავსებული, რომ ეზოდან იქმნება სრული ილუზია მეოთხე მონაკვეთის არსებობისაც. გარე ფასადები ნაგებობისა ბევრად უფრო სადაა. შენობის ცენტრალური ფასადი, რომელიც გორგასლის მე-4 შესახვევის მხრიდანაა განთავსებული, არასრული სამსართულიანია, ან უფრო ზუსტად ააშკარავებს პირველ სართულს, რომელიც ნახევრად სარდაფის დონისაა. ამასთან, აღნიშნული ქუჩა თავადაა აღმართი, რის გამოც ნაგებობის მასზე მორგების ჩვეული ხერხი, რომელიც აქ არის გამოყენებული, სრულიად ბუნებრივია. პირველი სართულის დონეზე მარჯვენა კიდეში მცირე, კვადრატული ზომის სამი ღიობია ფანჯრის, აქედან ერთი მოგვიანებით ამოუშენებიათ, შემდგომ ნაგებობის შუაში შესასვლელი კარია, განთავსებული, მისგან მარცხნივ კი ასევე სამი ფანჯარა, რომლის თითქმის სრული მოხაზულობა მიწის შიგნითაა მოქცეული. მეორე სართული მხოლოდ ფანჯრებითაა დანაწევრებული. ქვევით არსებული შესასვლელი კარის თავზე, რომელიც, პრაქტიკულად, ნაგებობის ცენტრული ღერძია და ის ამჯერად მის გეომეტრიულ შუა არესაც ემთხვევა, ორი შეწყვილებული ფანჯრის ჭრილია განთავსებული, მათგან მარჯვენა, ამჯერად, ამოშენებულია, როგორც ჩანს, გადაკეთების შედეგად შეცვლილია ამ ფანჯრების თავდაპირველი მოხაზულობა. აღნიშნული სარკმელებიდან ორივე მხარეს ოთხ-ოთხი ფანჯარაა განთავსებული. მათ ზევით ოდნავ მორკალული მართკუთხა ფორმა აქვთ. ამ მონახაზს ფანჯრების პროფილირებული მოჩარჩოება იმეორებს და მნიშვნელოვნად აძლიერებს კიდეც. მესამე სართული მხატვრულ-დეკორაციული თვალსაზრისით ყველაზე დატვირთული და გამორჩეული ნაწილია ნაგებობის. ფანჯრის ღიობებით ზედაპირის დაყოფის პრინციპი ზუსტადაა შენარჩუნებული, თუმცა შეცვლილია საკუთრივ ფანჯრების ფორმა. შუაში არსებული წყვილადი სარკმელი ერთიანი, შეისრული, თაღისებური მოტივის მოჩარჩოებაშია მოთავსებული. საკუთრივ ფანჯრებს კი მართკუთხედზე მორგებული წრიული მონახაზის ფორმა აქვს. შენობის ამ ცენტრალურ არეს ორივე მხრიდან პილასტრისებური შვერილი ელემენტებიც გამოკვეთს კედლის ზედაპირზე არსებული, იგივე თემა მეორდება შენობის კიდეებზეც. მესამე სართულის გვერდითა მონაკვეთებზე კი შუა ორი ღიობის წინ მართკუთხა აივნებია მოთავსებული. ამ აივნებს თავისი გადახურვა, ხის წახნაგოვანი წვრილი სვეტები, წრიულრიკულებიანი მოაჯირები და შუაში მწირი ორნამენტი ამკობს. სარკმელების ქვევით ჩაზნექილი მართკუთხედებია განთავსებული, პილასტრების არეზე, სართულთშორის მონაკვეთებში კი - რელიეფურად ამოზნექილი წახნაგოვანი, მოცულობითი ფორმები. იგივე ტიპისაა შენობის მარჯვენა გვერდითა ფასადი. რომლის საერთო გეგმარება ასევე სამ ნაწილად იყოფა. აქედან ანალოგიური ოდნავ შვერილი და ზედაპირზე ამოზიდული პილასტრების საშუალებით. პირველ სართულზე ამჟამად ორი კარი და ორი ფანჯარაა განთავსებული. მეორე სართული, ალბათ ყველაზე მეტად ინარჩუნებს თავდაპირველი გეგმარების სახეს. აქ გვერდითა არეებზე ორ-ორი, შუაში კი სამი სარკმელია, ამასთან შუა დიდი კვადრატისკენ მიდრეკილი მართკუთხედის ფორმის, გვერდითები კი ვიწრო, ვერტიკალურად გაწელილი მართკუთხედები. მათ ქვევით განთავსებული პირველი სართულის შესასვლელი, შიდა ეზოში შედის. შესაბამისად, შენობის ფასადების ცენტრისმიერი გეგმარების პრინციპი კვლავინდებურად დაცულია. ამ მხარეს მესამე სართულის შუაში გადმოკიდებული მცირე ზომის ხის შემინული შუშაბანდია განთავსებული. მის გვერდით არსებული ფანჯრების საპირეები კი მოწმობს, რომ შეისრულთაღოვანი მოჩარჩოების პრინციპი ნაგებობის ამ მხარესაც იყო გამოყენებული. ერთიანად სადაა შენობის უკანა ფასადი, სადაც ნალესობის ფენა თითქმის არ არსებობს. ზედაპირს მხოლოდ ფანჯრები ანაწევრებს და მათგან ზოგი ამოშენებულია და ყველას სადა მართკუთხა ფორმები აქვს. რაც შეეხება მარცხენა გვერდითა ფასადს, ნაგებობის ეს მონაკვეთი არ არის შეკრული, აქ იხსნება შესასვლელი შიდა ეზოში. ეს შესასვლელი რეალურად მეორე სართულის დონეზე შედის, ამის გამო აქედან კიბე ქვევით ეშვება პირველი სართულისკენ, გვერდითა აივნები კი უკვე მეორე სართულის დონეზე შედის და შენობას შიდა მხრიდან წრიულად გარშემო უვლის, ისევე როგორც მესამე სართულს. ეზოს შიდა მხარეს არის როგორც შემინული შუშაბანდის, ასევე ღია აივნის მონაკვეთები. აივანი მთლიანად დაწახნაგებული ხის სვეტებითაა დაყოფილი, ის პრაქტიკულად სრულად ხის კონსტრუქციის მქონეა. მარცხენა მხარის ფასადის უკანა ნაწილზე შენობას აქვს, ასევე ზიგზაგისებური ხის კიბე, რომელიც სრულად გარედანაა მორგებული ნაგებობას და მესამე სართულის შიდა ეზოს აივანზე შედის. მსგავსი არქიტექტურულ-გეგმარებითი მახასიათებლების მქონე ნაგებობა გამორჩეული მხატვრულ-კულტურული ღირებულების მქონეა. ის ძველი თბილისის იმ ნაგებობების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც სრულად შეინარჩუნეს ეპოქალური ნიშანი, სპეციფიკური სტრუქტურა, გამორჩეული სტილისტიკა და არქიტექტურულ ფორმებში აზროვნება-ინტერპრეტირების მაღალ-მხატვრული დონე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4423
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: იბრაჰიმ ისპაჰანლის IV შეს./7
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1900
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8174031
Y: 41.68694911