CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3422
ObjectID: 3422
ID: 3422
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ძეგლის გეგმარება წაგრძელებული მართკუთხედის სახით წარმოგვიდგება. შიდა ეზოს მხრიდან, მას მთელ სიგრძეზე აივანი მიუყვება. ძეგლი ორი სართულისაგან შედგება. ქუჩის მხრიდან საფასადო ნაწილის წყობაში კარგად გათლილი, მცირე ზომის კვადრებია გამოყენებული. საერთო ჯამში, შენობა ძალზე, მძიმე მდგომარეობაშია. განსაკუთრებით მძიმეა მისი საფასადო ნაწილის მდგომარეობა, აქ კუთხის ნაწილები ჩამონგრეულია და მოშლილია წყობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საფასადო ნაწილი, თავის დროზე, შელესილი ყოფილა და ამჟამად, ეს ნალესობა ჩამოცვენილია. ამან გამოაჩინა, რომ საფასადო წყობის ერთ ნაწილში, ქვის გარდა, გამოყენებულია ძველი აგურიც. საფასადო კომპოზიცია დიდ მხატვრულ-იდეურ გადაწყვეტას არ გვთავაზობს და მარტივად არის მოწყობილი. გვხვდება შენობის პირველ სართულზე შემავალი კარი, რომელსაც მეორე სართულის აივნის ქვეშ შევყავართ, კედლის დარჩენილი ნაწილი სარკმლებს უჭირავს. კარის გაგრძელებაზე მოცემულია ორი ფანჯარა, რომელთაც შემორჩენილი აქვთ ძველი, მძლავრი გისოსები და სარკმლის ხის ჩარჩოები. სახლში შემავალი კარის გარდა, მისსავე გვერდით მოცემულია კიდევ ერთი შესასვლელი, რომელსაც მცირე ზომის, მოგრძო და ვიწრო ეზოში შევყავართ. შენობის შიდა ნაწილებზე არაა შემორჩენილი რაიმე დეკორაციული და მხატვრული ელემენტები. მხოლოდ, მეორე სართულის აივანზე მოცემულია მრგვალი მოყვანილობის სვეტები და მისივე მართკუთხა ფორმის კაპიტელები. თავისთავად, ნაგებობის იერსახე ავთენტურია, არ შეინიშნება რაიმე გადაკეთების კვალი. მეორე სართულზე შემორჩენილია ძველი ხის კარები და ფანჯრები თავისი გისოსებით, ამას გარდა, გვხვდება ფანჯარათა მარტივი მოჩარჩოება. ძეგლის გვერდითი კედელი მთლიანად სადაა. ნალესობის ჩამოცვენის გამო, აქ ჩანს ქვისა და აგურის წყობა. ნაგებობის გადამხურავ მასალად გამოყენებულია თუნუქი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4033
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გელათის ქ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81219445
Y: 41.69372586